კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაგეგმილი რეორგანიზაცია ბევრ სახელმწიფო მოხელეს უმუშევრად დატოვებს

14 მარტი, 2006

          სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაგეგმილი რეორგანიზაცია ბევრ სახელმწიფო მოხელეს უმუშევრად დატოვებს

პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო- ზემო სვანეთში ზაზა გოროზია სამხარეო ადმინისტრაციაში სერიოზულ რეორგანიზაციას იწყებს. გოროზიამ უკვე დაუგზავნა გუბერნიის ყველა თანამშრომელს გაფრთხილების ფურცელი, სადაც აღნიშნულია, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი სამხარეო უწყებაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ვალდებულია შვიდ აპრილამდე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწეროს.
  
სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომელთა ნაწილი ამ ფაქტს გუბერნატორის მიერ ფორმალურად განხორციელებულ რეორგანიზაციას უწოდებს, ნაწილი კი ეჭვობს, რომ ეს რეორგანიზაცია ცალკეული თანამდებობების გაუქმებას ითვალისწინებს, რაც უკვე იწვევს თანამშრომელთა უკმაყოფილებას. მიუხედავად იმისა, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას  სამსახურის შენარჩუნების იმედით ადმინისტრაციის თანამშრომლები არ გამოხატავენ, აშკარაა, რომ კულუარებში პოტენციურ უმუშევრობაზე საუბრობენ.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები