კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი იზოლატორებში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა

16 მარტი, 2006

სახალხო დამცველი იზოლატორებში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა

თბილისი.15.03.06.მედიანიუსი. სახალხო დამცველი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა.
2006 წლის თებერვალ-მარტის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შიდა ქართლში (ქარელის, ხაშურის, გორის, კასპის), მცხეთა-მთიანეთში (დუშეთის, თიანეთის, ახალგორის), ქვემო ქართლსა (რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, წალკის) და კახეთის (თელავის, გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღის, ახმეტის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს) დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგი აღნიშნულ დაწესებულებებში არსებული პირობების და ტექნიკური მდგომარეობის შესწავლასა და დარღვევების გამოვლენას ისახავდა მიზნად.

მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების უდიდესი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია: შენობები დაუყოვნებლივ შეკეთებას საჭიროებს, მოშლილია საკანალიზაციო, სავენტილაციო და გათბობის სისტემები, საკნებსა და საგამოძიებო ოთახებში ჩამოდის წყალი, ჩამსხვრეულია მინები, საკნები არ თბება, არ არის ნარები და დაკავებულებს ხშირად იატაკზე უწევთ დაძინება.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში პრობლემატურია დაკავებულთა კვების საკითხიც. კანონის თანახმად, პირმა დროებითი მოთავსების საკანში არ უნდა დაჰყოს 72 საათზე მეტი (აქედან 48 საათი, როგორც ეჭვმიტანილმა და 24 ბრალდებულის სტატუსით). ამ ხნის განმავლობაში მისი კვება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მძიმე პირობები და ანტისანიტარია იქ მყოფი დაკავებული პირების ადამიანურ ღირსებას ლახავს და არღვევს ადამიანის უფლებებს.

ახალი ამბები