კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილების სხვადასხვა საკანში მოთავსებას ითხოვს

22 მარტი, 2006

სახალხო დამცველი გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილების სხვადასხვა საკანში მოთავსებას ითხოვს

თბილისი.21.03.06.მედიანიუსი. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბაჩო ახალაიას,  რათა მან პატიმრობის შესახებ კანონის შესაბამისად, გაერთიანებული ქართული ბანკის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები გააცალკეოს და სხვადასხვა საკანში მოათავსოს.

გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები - ალანია, ბიბილური, ღაჭავა და აფციაური მე-7 საპყრობილეში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ეჭვმიტანილები საპყრობილის მესამე სართულზე ერთ საკანში იმყოფებიან, რაც არღვევს პატიმრობის შესახებ კანონს.

კანონის შესაბამისად ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილი პირების ერთ საკანში მოთავსება დაუშვებელია.

ახალი ამბები