კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში ჩაიშალა

23 მარტი, 2006

თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში ჩაიშალა

თბილისი.23.03.06.მედიანიუსი. დღეს თბილისის 198-ე საჯარო სკოლის პედაგოგები გაიფიცნენ. ეს სკოლა უნარშეზღუდულ ბავშვებს ემსახურება. სასწავლო პროცესი აქ სამი თვის ხელფასების გაუცემლობის გამო შეწყდა.

როგორც "მედიანიუსს" დირექტორის მოადგილემ ეკა წიკლაურმა განუცხადა‚ პედაგოგებს 2006 წლის იანვარის‚ თებერვლისა და მარტის ხელფასები არ მიუღიათ. სკოლას 119 მოსწავლე და 40 პედაგოგი ჰყავს. პედაგოგის საშუალო ხელფასი 130 ლარია. სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე‚ მასწავლებლების ხელფასები არა მხოლოდ ვაუჩერებიდან შესული თანხით‚ არამედ სპეციალური დაფინანსებით გაიცემა. სპეცსახსრებს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოიზიდავს.

როგორც სკოლაში აცხადებენ‚ სპეცდაფინანსების შესაბამისი პროექტი უკვე დამტკიცებულია. ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს სკოლაში დღესვე ელიან‚ პედაგოგების განცხადებით, ვიდრე ისინი კუთვნილ ხელფასს არ მიიღებენ‚  სასწავლო პროცესი არ განახლდება.

როგორც "მედიანიუსს" განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს‚ სკოლისთვის სათანადო თანხა სამინისტრომ უკვე გადარიცხა, თუმცა‚ ხელფასების გაცემა გარკვეული ტექნიკური მიზეზით შეფერხდა. "პედაგოგები ხელფასს მალე მიიღებენ. ამდენად‚ მათ მღელვარების საბაბი არ აქვთ‚" _ აღნიშნეს განათლების სამინისტროში.

ახალი ამბები