კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეო უწყება ბელარუსში დაკავებული ქართველი ჟურნალისტების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს

27 მარტი, 2006

საგარეო უწყება ბელარუსში დაკავებული ქართველი ჟურნალისტების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას 2006 წლის 24 მარტს,  მინსკში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ნინო გიორგობიანისა და გიორგი ლაღიძის დაკავების გამო.

როგორც დიპლომატიური უწყების მიერ 24 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულებისას მათ გააჩნდათ ყველა საჭირო დოკუმენტი.

ქართული მას-მედიის წარმომადგენლების ყოველგვარი ბრალდებისა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დაკავების ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი დემოკრატიულ განვ ითარებასა და ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს ზემოაღნიშნული ინციდენტის დროულად ამოწურვას და ქართველი ჟურნალისტების უპირობოდ გათავისუფლებას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური დახმარების აღმოჩენისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ ბელორუსიში კვლავ მიავლინა უკრაინაში საქართველოს საელჩოს კონსული.


წყარო: media.ge 

ახალი ამბები