კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საწოლების სიმცირის გამო პატიმრებს მორიგეობით სძინავთ

28 მარტი, 2006

საწოლების სიმცირის გამო პატიმრებს მორიგეობით სძინავთ

გუშინ ბათუმის #3 საპყრობილეში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე მონიტორინგის ჯგუფის წევრ ასლან ჭანიძესთან ერთად  იმყოფებოდა. ზამბახიძის განცხადებით, მათ საპყრობილეში არსებულ სიტუაცია აინტერესებდათ.

მეხუთე საპყრობილეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ბათუმის #3 საპყრობილეში დაცვა გაძლიერებულია, შენობის გარეთ სპეცრაზმიც მობილიზებულია. თუმცა, საპყრობილის უფროსი არჩილ არჩაია საპყრობილეში მათ შესვლას გამორიცხავს: „სპეცრაზმი და სხვა სამართალდამცავები უბრალოდ მობილიზებული არიან, მაგრამ მათი შიგნით შესვლა არ იქნება საჭირო“.

პატიმრებს რეიდის ჩატარების შიში აქვთ. „გვეშინია იგივე არ განმეორდეს, რაც ერთი თვის წინ მოხდა, როდესაც ახალაიამ რეიდი ციხეში უმიზეზოდ ჩაატარა და პატიმრები სცემა“, - აღნიშნავენ პატიმრები.

საპყრობილეში, 200 ადგილზე 565 პატიმარია. ადგილების სიმცირის გამო, მსრჯავდებულებს მორიგეობით სძინავთ. „ერთ საწოლზე მორიგეობით 2-3 პატიმარს გვძინავს. დღესა და ღამეს ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, როცა ჩემი რიგია, მაშინ ვიძინებ“, - თქვა პატიმარმა ნოდარ ქარცივაძემ.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები