კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახელმა ჟურნალისტებმა მინსკში დაკავებული ქართველი კოლეგების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს

28 მარტი, 2006

კახელმა ჟურნალისტებმა  მინსკში დაკავებული ქართველი კოლეგების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს

კახეთში მომუშავე ჟურნალისტებმა დღეს, თელავში აქცია გამართეს და მინსკში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ნინო გიორგობიანისა და ოპერატორის გიორგი ლაღიძის დაკავება გააპროტესტეს.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" ტელეკომპანია "მზის" კახეთის რეგიონულმა კორესპონდენტმა ხათუნა გულიაშვილმა განუცხადა, აქცია მიზნად ლუკაშენკოს ტყვეობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტების მხარდაჭერას ისახავს. "ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ნინო გიორგობიანსა და გიორგი ლაღიძეს, რომელთა მდგომარეობაც ქართული საზოგადოებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. დაუშვებლად მიგვაჩნია დემონსტრაციის გადასაღებად ბელორუსიაში ჩასული ჟურნალისტების დაკავება. ეს არის ტერორი და მეტი არაფერი. ჩვენ, სხვებთან ერთად დახმარებას ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, მხოლოდ მათი დახმარებითაა შესაძლებელი ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტების გამოხსნა"- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ხათუნა გულიაშვილმა.

აქციის მონაწილე ჟურნალისტებს ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. "ჩვენ ვგმობთ მინსკში ჟურნალისტთა დატყვევების ფაქტს და კატეგორიულად მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას"- აღნიშნეს "ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრისა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა.

ამჟამად, "მოამბის" კორესპონდენტი და ოპერატორი მინსკის შს სამმართველოს გამანაწილებელში იმყოფებიან.


ვერიკო კობიაშვილი თელავიდან
 

ახალი ამბები