კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის განცხადება

28 მარტი, 2006

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის განცხადება


„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ მეხუთე საპყრობილეში მომხდარი ინციდენტის დეტალურ შესწავლას მოითხოვს.

დღეს დილით, იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საკმაოდ ბევრ ეჭვს ბადებს. გია ქავთარაძის განცხადებით, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ საპყრობილეებში ბუნტი მზადდებოდა. თუკი იუსტიციის სამინისტრო მოსალოდნელი ინციდენტის შესახებ წინასწარ ფლობდა მასალებს, რატომ არაფერი იღონეს რათა გაქცევის მცდელობის ლოკალიზება ადგილზე მოეხდინათ? რატომ გახდა აუცილებელი პატიმრების წინააღმდეგ შეიარაღებული სპეც სამსახურის დანიშნულების რაზმის გამოყენება?

ჩნდება აზრი, რომ ძალის გადამეტებული გამოყენების საშუალებით ხელისუფლება საზოგადოებაში შიშის ატმოსფეროს დანერგვას ცდილობს. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სახელმწიფო კრიმინალსა და ორგანიზებულ დანაშაულს წინ უნდა აღუდგეს, თუმცა ეს ბრძოლა კანონის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე უნდა ხდებოდეს.

მდგომარეობას ის ფაქტი კიდევ უფრო ართულებს, რომ მეხუთე საპყრობილეში არც ჟურნალისტებს, არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და არც ადვოკატებს უშვებენ, რაც კანონის მკაცრი დარღვევაა. ინფორმაციული ვაკუუმის შევსება მხოლოდ ოფიციალური განცხადებებით ხდება, რომელიც ხშირად საეჭვოა. კვლავ ბურუსითაა მოცული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა და მათი ვინაობა. პატიმრების ოჯახის წევრები დაღუპულთა ვინაობის გაგებას არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით ცდილობენ, თუმცა ამაოდ - ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელია!

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს დღეს მეხუთე საპყრობილეში მომხდარი ფაქტის გამო და ინციდენტზე პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს აკისრებს. 

ახალი ამბები