კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მედია-კლუბის განცხადება

31 მარტი, 2006

საქართველოს მედია-კლუბის განცხადება

ბოლო ხანს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ განაახლეს შეტევა მედიის საშუალებებზე. ამჯერად, შეტევის ობიექტი გახდა ტელეკომპანია "იმედი", რომლის რეიტინგიც ყოველდღიურად იზრდება. ხელისუფლებას არ მოსწონს "იმედის" ტელეეთერში გასული სიუჟეტები, რომელიც პირდაპირ ასახავს იმ რეალურ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. აღნიშნულ შეტევას კვლავაც სახელისუფლო პარტიის ის ლიდერი ახმოვანებს, ვისი ცნობილი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგაც გასულ ზაფხულს დაიხურა ტელეკომპანია "მზის" თოქ-შოუ "არჩევანის ზღვარზე". დეპუტატი ბოკერია "ტელეიმედის" წინააღმდეგ ბოლო დროს რეგულარულად აკეთებს განცხადებებს და მას ოპოზიციური ძალების ტელევიზიად მოიხსენიებს.

საქართველოს მედია-კლუბი მიესალმება დღეს ტელეკომპანიის მეპარტონის, ბადრი პატარკაციშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საინფორმაციო საშუალების მესაკუთრემ ღიად და საჯაროდ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელსაც მის მედია-საშუალებას ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები უქმნიან. ვთვლით, რომ მსგავს პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, ერთი მხრივ, შესაძლებელს გახდის, საზოგადოებამ და, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებამ, ნათლად დაინახოს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემები და, მეორე მხრივ, გაცილებით დაცული გახდებიან ამა თუ იმ მედია-საშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები.

სამწუხაროდ, "ტელეიმედის" მესაკუთრის განცხადებებს კვლავ მოჰყვა სახელისუფლო ლიდერების სრულიად არაადექვატური რეაქციები. როგორც ჩანს, ხელისუფლებას სერიოზულად აშფოთებს აღნიშნული ტელეკომპანიის მზარდი რეიტინგი, რაც სწორედ ტელეეთერში გასული ობიექტური და სამართლიანი საინფორმაციო გამოშვებების პირდაპირპროპორციულია. რეიტინგული და არაკონტროლირებადი ტელევიზია კი, როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ადგილობრივი არჩევნების წინ ისეთივე საშიშია, როგორიც 2003 წლის არჩევნების წინ აწ უკვე "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია" იყო შევარდნაძის ხელისუფლებისთვის.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხელისუფლება ფინანსური ბერკეტების ამუშავებით შეეცდება "ტელეიმედისთვის" პრობლემების შექმნას. მათ შორის, არ გამოირიცხება ფინანსური პოლიციის ტელეკომპანიაში შესვლაც. 

საქართველოს მედია-კლუბი მოუწოდებს ხელისუფლებას, ადექვატურნი იყვნენ საკუთარ განცხადებებში და უარი თქვან მედიის საქმიანობაში უხეშ ჩარევებზე.

საქართველოს მედია-კლუბი, აგრეთვე, მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადექვატური შეფასება და შესაბამისი რეაგირება მისცენ ქვეყანაში მედიასა და ხელისუფლებას შორის არსებულ პრობლემებს.

აგრთვე, მოვუწოდებთ მედია-საშუალებების ხელმძღვანელებსა და მათ მეპატრონეებს, სოლიდარულნი იყვნენ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან არსებული რეალობა, სამწუხაროდ, შესაძლოა, ხვალ ნებისმიერი საინფორმაციო საშუალებისთვის სერიოზულ პრობლემად გადაიქცეს.

ახალი ამბები