კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბადრი პატარკაციშვილი: ჩემი პოზიცია ხელისუფლების მიერ შეფასდა, როგორც შანტაჟი

31 მარტი, 2006

ბადრი პატარკაციშვილი: ჩემი პოზიცია ხელისუფლების მიერ შეფასდა, როგორც შანტაჟი

თბილისი.29.03.06.მედიანიუსი. „არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თემა პირველად ტელეკომპანია „იმედმა“ გააშუქა. პირადად მე და არა რომელიმე ჟურნალისტი პასუხისმგებელი ვარ ამ სიმართლეზე. სწორედ ეს გახდა ხელისუფლების უკმაყოფილების მიზეზი. ძალოვანი და ფინანსური სტრუქტურები ამის შემდეგ სწავლობენ აქტიურად ჩემს ბიზნესკომპანიებს, რათა შექმნან მოტივაცია, რომ განვახორციელო ზეწოლა „იმედის" ჟურნალისტებზე და ხელი შევუწყო ხელისუფლებისთვის სასურველი სურათის შექმნას. თუ ამას დავთანხმდები, როგორ გაგისწორებთ ამის შემდეგ თვალს თქვენ, სადნრო გირგვლიანის დედას, მის მეგობრებს, ხელისუფლებას, იმ საზოგადოებას, რომელიც კარგა ხანია იმედის თვალით გვიყურებს. ამიტომ კატეგორიულ უარს ვაცხადებ ქართველი ხალხის მოტყუებაზე ჩემი ტელევიზიის ეკრანიდან. ჩემი ამგვარი პოზიცია ხელისუფლების მიერ შეფასდა, როგორც შანტაჟი“, - განაცხადა დღეს საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ყრილობაზე ამ ფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა.

„ავრცელებენ მითს, რომ ტელევიზიის საშუალებით ვახდენ მათზე ზეწოლას, რადგან არ მაძლევენ საშუალებას, ვიყიდო ყველა და ყველაფერი. მინდა ხმამაღლა განვაცხადო, არ ვარ ფულის კეთების სენით შეპყრობილი ადამიანი. ბიზნესში აქტიურობის მეშვეობით ჩემი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას ვახდენ, ამგვარი მიდგომის გარეშე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა დარჩებოდა ან ამერიკის პრერიებად, ანდა ჰონკონგის ჭაობად“, - დასძინა პატარკაციშვილმა.

ახალი ამბები