09:52, Thursday, 04.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასამთავრობოები ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოსადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ

04.04.2006

არასამთავრობოები ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოსადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ

თბილისი.03.04.06.მედიანიუსი. საერთაშორისო პრესცენტრში „ახალი ამბები - საქართველო“ გაიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენელებმა - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა გოგი ხუციშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა დოლიძემ, კოალიციის კოორდინატორმა შორენა ლორთქიფანიძემ და საერთაშორისო სისხლის სამართლის კვლევის ცენტრის თანამშრომელმა ნოდარ თოფურიძემ გამართეს პრესკონფერენცია თემაზე: „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საქმეში.“ 

მათი განმარტებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართლებრივი საფუძველია რომის სტატუტი, რომელიც 2002 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში. საქართველომ სტატუტის რატიფიცირება 2003 წლის შემოდგომაზე მოახდინა და შეუერთდა სასამართლოს წევრი ქვეყნების რიცხვს. სასამართლოს იურისდიქციაში შედის გენოციდი, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, სამხედრო დანაშაული, ეთნიკური წმენდა და ა.შ.

კოალიციის წევრმა ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ საქართველო თვითონ შეუერთდა სტატუტს, აქვს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კანონი, იხდის გადასახადს, მაგრამ მას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ყოველწლიურად გამართული ოთხი შეხვედრიდან საქართველოს წარმომადგენელი მხოლოდ ერთს დაესწრო.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრები აფხაზი მესამე სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, გაერთიანდნენ ამ კოალიციაში, რადგან ორივე მხარე დაინტერესებულია, რაც შეიძლება ნაკლებად დაირღვეს მოქალაქისა და ადამიანის უფლებები აფხაზეთში. ამის ერთ-ერთ საშუალებად, მესამე სექტორის წარმომადგენლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა წარმოუდგენიათ.

„არსებობს ვერსია და მტკიცებულებები, რომ 2003 წლამდე და მას შემდეგაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები საქართველოს სახელმწიფოსა და ცალკეულ პიროვნებებს, მაგალითად პაატა დავითაიას, გაჩნიათ. საჭიროა ამ სუბიექტებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან ითანამშრომლონ და ერთხელ და სამუდამოდ შეფასდეს, რა ხდება ამ ტერიტორიაზე, რა ხდებოდა ადრე და ეს გააკეთოს არა რომელიმე მხარემ, არამედ, დამოუკიდებელმა სუბიექტმა - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომლის მოსაზრებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
  
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სახელმწიფო არ იჩენს ინტერესს, აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების დამამტკიცებელი მასალები მიაწოდოს ჰააგის სასამართლოს და თუ ეს ასე გაგრძელდება, ისინი თვითონ აპირებენ ამის გაკეთებას.  

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC