კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში არალეგალური ნაგავსაყრელები მომრავლდა

5 აპრილი, 2006

ზუგდიდში არალეგალური ნაგავსაყრელები მომრავლდა

ზუგდიდის შემოსასვლელთან მდებარე მიტოვებულ მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი ნაგავსაყრელადაა ქცეული. მშენებლობის ბალავერსა და კედლებამოყვანილ ოთახებში თვეზე მეტია  ქალაქის კომუნალური მომსახურების განყოფილების ნაგვის მანქანის მძღოლები ნაგავს ამ ტერიტორიაზე ყოველ დილით ცლიან და როგორც თავად განგვიმარტეს, ამას ადგილობრივი მცხოვრების, მოგელი გაბისონიას თხოვნით აკეთებენ: „ჩემთვის სულ ერთია ნაგავს სად დავყრი. ამ კაცმა გვთხოვა, ჩვენც აქ მოგვაქვს და ვყრით. ამ ორმოების ამოვსება უნდა“,- აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი და ვინაობას  არ გვიმხელს.
   
ნაგავსაყრელად ქცეული მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამ ფაქტთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს და აცხადებს, რომ თვეზე მეტია ეს ტერიტორია ანტისანიტარიის ბუდედ და ინფექციის წყაროდაა ქცეული. ისინი ეჭვობენ, რომ მათ მეზობელს ტერიტორიის მისაკუთრება სურს და ამისათვის მიტოვებული მშენებლობის სრულ დაკონსერვებას ამ ხერხით აპირებს. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ გაბისონია კორუფციულ გარიგებაში იყოს ადგილობრივი ხელისუფლების მიწის მართვის სამსახურის თანამშრომლებთან და ყოველივე წინასწარ დაგეგმილი შეთანხმებით ხდებოდეს.

თავად მოგელი გაბისონია მეზობლების ბრალდებებს მონაგონსა და ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს ნაგვის დაყრა მან მართლაც სთხოვა, რადგან წლების მანძილზე უპატრონოდ მიგდებული მშენებლობის გვერდით ცხოვრება ქვეწარმავლებისა და სიბინძურისაგან გაუსაძლისი ხდება.
 
კეცხოველის, სიჭინავასა და მახარაძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქციაც გამართეს და ქალაქის კომუნალური სამსახურის თანამშრომლებისაგან მოცემულ ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირება მოითხოვეს, თუმცა მათთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად არავინ მისულა. ამ პრობლემის მოგვარებაში დახმარების მოთხოვნით მოსახლეობამ ამ უბანში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები