კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ორი პატიმარი გარდაიცვალა

12 აპრილი, 2006

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ორი პატიმარი გარდაიცვალა

თბილისი.11.04.06.მედიანიუსი. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 11 აპრილს ორი პატიმარი გარდაიცვალა.

ექიმების ინფორმაციით, 24 წლის ზურაბ ხუცურაულის გარდაცვალების მიზეზი გახდა ტუბერკულოზური მეზოადენიტი, წვრილი ნაწლავის მრავლობითი პერფორაცია, დიფუზური ჩირქოვანი პერიტონიტი, ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული გულსისხლძარვთა მწვავე უკმარისობა.

ხუცურაული 2002 წლის 18 სექტემბერ დააკავეს. მას 18 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ხუცურაული ქსნის #7 დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში 2006 წლის 8 აპრილს გადაიყვანეს.

მეორე გარდაცვლილი მსჯავრდებულის, 18 წლის გიორგი ძველიშვილის დიაგნოზი იყო ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზური ინფილტრაციისა და რღვევის ფაზაში, ჰიპოქრომული ანემია, ენდოტოქსიური შოკი. 

ძველიშვილი 13 მარტს იყო დაკავებული. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ავადმყოფი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში თბილისის #5 საპყრობილედან 10 აპრილს გადაიყვანეს.

ახალი ამბები