კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებს უმუშევრობა ემუქრებათ?

13 აპრილი, 2006

თელავის უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებს უმუშევრობა ემუქრებათ?

საქართველოს მთავრობის #73 დადგენილების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ყველა იმ დიდ ქალაქში, სადაც საუნივერსიტეტო კომპლექსებია განთავსებული, უმაღლესი სასწავლებლების ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოხდება საუნივერსიტეტო ცენტრების ჩამოყალიბება და არსებული სასწავლებლები რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის გარშემო გაერთიანდება. თელავში უკვე ხმამაღლა საუბრობენ უმუშევართა რიცხვის გაზრდაზე.

2006 წლის 1 აპრილიდან საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის თელავის ფილიალი თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანდა.
 
როგორც თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გოცირიძე აცხადებს, “აღნიშნული გაერთიანება უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და უნივერსიტეტების გამსხვილების პროცესი საქართველოს ყველა იმ ქალაქში განხორციელდება, სადაც უნივერსიტეტებია...”
 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის თელავის ფილიალის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მიმდინარე წლის მაისში თელავის სახელწიფო უნივერსიტეტის დიპლომებს აიღებენ. შესაბამისად, აგრარული უნივერსიტეტის თელავის ფილიალის პედაგოგებიც სამსახურებს ამ დრომდე შეინარჩუნებენ. იმის გამო, რომ პედაგოგთა მასშტაბური შემცირებაა მოსალოდნელი, პედაგოგების დიდი ნაწილი საქართველოს უმუშევართა მრავალრიცხოვან არმიას შეუერთდება.
 
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, “მიმდინარე წლის ივნისში პედაგოგებისთვის ატესტაცია ჩატარდება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება ვინ გათავისუფლდება სამსახურიდან და ვინ დარჩება...”
 
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თელავის ფილიალის პედაგოგები კი მიმდინარე პროცესების გამო უკმაყოფილოები არიან. მათ უმრავლესობას პედაგოგთა ატესტაციის ობიექტურად ჩატარების იმედი არ აქვს და აცხადებს, რომ “სექტემბრიდან საქართველოში ასეულობით უმუშევარი პადაგოგით მეტი იქნება.”


ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები