კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ეჭვქვეშ აყენებენ შალვა რამიშვილის განაჩენის სისწორეს

13 აპრილი, 2006

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ეჭვქვეშ აყენებენ შალვა რამიშვილის განაჩენის სისწორეს 

„რეპორტიორებს საზღვრების გარეშე“ ბრალდება „ფულის გამოძალვა“,  რომელიც წარმოდგენილი იყო  თბილისის სასამართლოს მიერ 29 მარტს ჟურნალისტების  შალვა რამიშვილის, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის  202  თანა-დამფუძნებელის, და დავით კოხრეიძის, ამავე ტელევიზიის რედაქტორის, მიმართ „ძალიან  სუსტ“ მტკიცებულებად მიაჩნიათ, სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ოთხი და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ხელისუფლება მათ დეპუტატ კობა ბექაურისაგან 100 000 დოლარის გამოძალვაში სდებდა ბრალს.

ბრალდების მიხედვით, ჟურნალისტები ფულის სანაცვლოდ დეპუტატს  დუმილს  და დეპუტატის საწინაღმდეგო მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის დაფარვას სთავაზობდნენ. ჟურნალისტების ხელში არსებული მასალა ბექაურის მიერ საბაჟო ტერმინალის საეჭვო ვითარებაში ხელში ჩაგდებას ეხებოდა. რამიშვილისა და კოხრეიძის მტკიცებით, ისინი  სახელმწიფო მოხელეთა შორის არსებული კორუფციის შესახებ საგამომძიებლო გადაცემას ამზადებდნენ. თუმცა, დეპუტატმა გააკეთა ჩანაწერი, რომელიც შემდგომ მოსამართლის მიერ ჟურნალისტთა წინააღმდეგ მტკიცებულებად იქნა გამოყენებული.

„ის მტკიცებულება, რომელიც ბრალდებამ გამოიყენა ჟურნალისტების წინააღმდეგ  ძალიან სუსტ მტკიცებულებად მიგვაჩნია“, აცხადებს ორგანიზაცია „თავისუფალი პრესა“. „ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსამართლემ არ მიიღო მხედველობაში  ჟურნალისტთა საქმიანობა და არასათანადოოდ შეაფასა ის რადიკალური მეთოდები, რასაც ხშირად ჟურნალისტები მიმართავენ, რათა შესძლონ კორუფციაში ჩართულ ჩინოსანთა გამოაშკარავება. მოსამართლე ასევე ვერ ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ დამალა დეპუტატმა კამერა, რაც ინტერვიუს მიცემის საკმაოდ უჩვეულო მეთოდია. ვფიქრობთ, რომ განაჩენი არ არის სწორი და თუ სასამართლო არ წარადგენს სხვა  მყარ მტკიცებულებებს, ჟურნალისტები უნდა გაათავისუფლონ“. 
კობა ბექაურის დაჟინებული მოთხოვნით, შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე  2005 წლის 27 აგვისტოს დააკავეს, მას შემდეგ ისინი  პატიმრობაში რჩებიან. ჟურნალისტები ამ მხნის განმავლობაში აპროტესტებენ მათ დაკავებას და  აცხადებენ, რომ არიან შეთქმულების უდანაშაულო მსხვერპლნი. ჟურნალისტთა ადვოკატის მტკიცებით, განაჩენი პოლიტიკურია. ოპიზიციის განცხადებით, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და  ამიტომ გმობს მის მიერ გამოტანილ განაჩენს. ოპოზიცია  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მედიის დამორჩილების მცდელობაში ადანაშაულებს.  რამიშვილი და კოხრეიძე ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფი კორუმპირებული მაღალჩინოსნების გამოაშკარავებას და ცენზურის გარეშე მუშაობას ცდილობდნენ.
თავად კობა ბექაურს  პარლამენტარის იმუნიტეტი მას შემდეგ მოუხნეს, რაც იგი პარლამენტარის სტატუსისათვის შეუსაბამო ფინანსურ ქმედებებში ეჭვმიტანილად აღიარეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რამიშვილის მაგალითით ხელისუფლება დამოუკიდებელ და კრიტიკულად განწყობილ მედიას  მინიშნებას აძლევს.  უნდა აღინიშნოს რომ „ტელეკომპანია 202“ ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიაა საქართველოში.

ადვოკატები საქმის გასაჩივრებას ორი კვირის განმავლობაში გეგმავენ.

http://www.rsf.org/print.php3?id_article=16907

ახალი ამბები