10:19, Thursday, 04.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გურჯაანელი ბავშვები მწვავე ვირუსული ინფექციით მასობრივად ავადდებიან

14.04.2006

გურჯაანელი ბავშვები მწვავე ვირუსული ინფექციით მასობრივად ავადდებიან

ბოლო რამდენიმე დღეა გურჯაანში, მცირეწლოვანი ბავშვები მწვავე ვირუსული ინფექციით მასობრივად ავადდებიან. დაავადებულ ბავშვთა უმრავლესობა თბილისის საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ბევრი მათგანი კი, რომელთა ტემპერატურაც უკვე 42-ს აღწევს, მკურნალობას სახლში გადის. ინფექცია განსაკუთრებით ქ. გურჯაანის #5 საბავშვო ბაღში, 2-დან 3-წლამდე ბავშვებში მძვინვარებს. შეშფოთებული მშობლები ჯანდაცვის სამსახურიდან ყურადღებას ითხოვენ, ჯანდაცვის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მათთვის, ვირუსის გავრცელების შესახებ ცნობილი არ არის.
 
„ვირუსულმა ინფექციამ ქ. გურჯაანის #5 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებში თავი ორშაბათს იჩინა, თუმცა მანამდეც იყო ერთეული შემთხვევები. ბაღში მოსიარულე ერთ-ერთი ბავშვისგან ვირუსი მეორე ბავშვსაც გადაედო. ბავშვები ხველებით იხოცებიან. ანტიბიოტიკები მათ ტემპერატურას დაბლა ვერ უწევს. ორი დღის წინ, ვირუსით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვი სტაციონარიდან გამოწერეს, თუმცა იმავე საღამოს მშობლებს კინაღამ ხელში ჩააკვდათ. ექიმები ვერაფერს იგებენ“,- გვითხრეს შეშფოთებულმა მშობლებმა. 
 
ბოლო დღეებში ქალაქში, ვირუსული ინფექციით მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაავადებას ჩვენთან საუბარში ადასტურებს ექიმი პედიატრი მაია ჯავშანაშვილი. „მწვავე ვირუსული ინფექცია ნამდვილად გავრცელდა და ამან, როგორც მშობლებმა გვითხრეს, გუშინ და გუშინწინ საგანგაშო ხასიათი მიიღო. ბავშვებს ვირუსული ინფექციის გართულებული პროცესი აქვთ. ბევრი მათგანი თბილისის სავადმყოფოებშია გადაყვანილი, მათ შორის არის 3 წლის სალომეც, რომელიც გამოჯანმრთელდა, თუმცა ვირუსულმა ინფექციამ კვლავ შეუტია. დღეს, მოგვაკითხეს მშობლებმა და გვაცნობეს, რომ  ბაღში მოსიარულე ბავშვებისგან ვირუსი გადაედოთ მათ ოჯახში მყოფ და მეზობლად მცხოვრებ სხვა ბავშვებსაც. დაავადება ერთნაირი სიმპტომებით ხასიათდება და ავადმყოფ ბავშვთა ტემპერატურა ძალიან მაღალია. ამ საკითხს სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად შევისწავლით, რაზედაც მათ უკვე ვაცნობეთ და მიზეზებზეც შემდგომ ვილაპარაკებთ“,- აღნიშნმა ექიმმა პედიატრმა მაია ჯავშანაშვილმა.

რაიონში მწვავე ვირუსული ინფექციის არსებობას უარყოფენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრში. ექიმი ინფექციონისტი ნანა ჯადუგიშვილი ამის მიზეზად შესაბამისი ინფორმაციის არ ქონას ასახელებს. ჩვენთვის არავის მოუკითხებია, ბავშვების მასობრივად დაავადების შესახებ არც შეტყობინება მიგვიღია რომელიმე სამედიცინო დაწესებულებიდან“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის წარმომადგენელმა.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC