კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროტესტი მკვლელების დასჯის მოთხოვნით გრძელდება

20 აპრილი, 2006

პროტესტი მკვლელების დასჯის მოთხოვნით გრძელდება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასჯა შს მინისტრს, პარლამენტსა და პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენეს. ისინი 18 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ავტომანქანებით მთავრობის გასაგონად „სიცოცხლის სიგნალი” გამოსცეს. მართალია აქციის ორგანიზატორები პატრულმა დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა.

დაახლოებით დღის 12 საათზე რესპუბლიკის მოედანზე პლაკატებით, საყვირებითა და მეგაფონებით შეიარაღებული „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები და სანდრო გირგვლიანის ახლობლები გამოჩდნენ და გეზი პარლამენტისკენ აიღეს. მათი მოთხოვნა ერთი იყო - სანდრო გირგვლიანის რეალური მკვლელების დასჯა. სწორედ ამასვე მოუწოდებდნენ მეგაფონებიდან ისინი მთავრობას.

აქციის მონაწილეებმა მანქანებით წრე სახელმწიფო კანცელარიას, პარლამენტსა და უშიშროების შენობას შემოუარეს და პლაკატებიც გააკრეს. აქციას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. როცა მათ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, პატრულმა აქციის რამდენიმე ორგანიზატორი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა. მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები ირაკალი კაკაბაძე და ლაშა ჩხარტიშვილი. პატრულმა ისინი თავისუფლების მოედანზე გაათავისუფლა.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქციაში გირგვლიანის ახლობლები და ნათესავებიც მონაწილეობდნენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დანაშაული გახსნილია და გამოძიებამ კარგად იცის, რომ მკვლელები შსს-ს თანამშრომლები არიან, მაგრამ ხელს აფარებენ.

აქციის მონაწილეები პროტესტის პერმანენტულად გამართვაზე შეთანხმდნენ და გაჩერებას მანამ არ აპირებენ, სანამ სიმართლეს არ მიაღწევენ.

გუშინვე თბილისის პროკურატურამ არ დააკმაყოფილა  გირგვლიანის ოჯახის შუამდგომლობა პროკურორის საქმიდან ჩამოცილებასთან დაკავშირებით.

ეკა გულუა

ახალი ამბები