კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო ამნისტიის“ მიმართვა აზერ რამიზ ოღლი სამედოვის საქმესთან დაკავშირებით

25 აპრილი, 2006

„საერთაშორისო ამნისტიის“ მიმართვა აზერ რამიზ ოღლი სამედოვის საქმესთან დაკავშირებით

PUBLIC AI Index: EUR 56/006/2006
20 აპრილი 2006

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის პროკურატურის თხოვნით, გაერთიანება „ისლამ იტიხანისა“ და „სინდისისა და რწმენის თავისუფლების  დაცვის კავკასიის ცენტრის“ (DEVAMM) წარმომადგენელი აზერ რამიზ ოღლი სამედოვი 2006 წლის 31 მარტს დააკავეს. 2 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აზერბაიჯანის პროკურატურა მას ბრალს სდებს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 315-ე მუხლით, რაც მასობრივი არეულობის შეტანას გულისხმობს. კერძოდ, მას ადანაშაულებენ 2003 წლის 15-16 ოქტომბრის აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი არეულობის ორგანიზებაში. მასთან ერთად დააკავეს „DEVAMM ცენტრის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი ელდჯან ჰუსეინოვი. მაგრამ 4 საათის შემდეგ ის გაათავისუფლეს, რადგან დანაშაულში მონაწილეობა არ დაუმტკიცდა.

„DEVAMM“-მა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია „კავკასიის ინსტიტუტისგან“ მიიღო. „DEVAMM“-ის წარმომადგენელი და „რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციის“ გენერალური მდივანი  ელგარ იბრაგიმ ოღლუ დაკავებას არაკანონიერს და ადამიანის უფლებების დარღვევას უწოდებს: „აზირ რამიზ ოღლუს არ მიუღია მონაწილეობა 2003 წლის 15-16 ოქტომბრის შეკრებაზე. ის ატარებდა მონიტორინგს ადამიანის უფლებების დარღვევებზე არჩევნების პერიოდში. მის დაკავებას ჩვენ ვაფასებთ, როგორც თავისუფალი აზრისა და უფლებების დაცვის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.“

აზერბაიჯანის პროკურატურა საქართველოში დაკავებული აზებაიჯანელი აზერ რამიზ ოღლი სამედოვს ექსტრადირებას ითხოვს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები კი დაკავებულის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემას აპროტესტებენ, რადგან მას იქ პოლიტიკური პატიმრობა ემუქრება. არასამთავრობოები და იურისტები ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციას ახსენებენ, რომლის მიხედვითაც, პატიმრის ექსტრადირება, თუ კი ამით მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, აკრძალულია.

„საერთაშორისო ამნისტია“ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო დაპატიმრებებისა და წამების შემთხვევების შესახებ ინფორმაციას საკმაოდ ხშირად იღებს. 2003 წლის არჩევნების შემდეგ, აზერბაიჯანში 600-ზე მეტი ადამიანი უკანონოდ დააპატიმრეს. არჩევნებს, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტსი ვაჟმა, ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა, მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა. დემონსტრაციის დარბევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით კი დაშავდა. დაკავებულთა უმრავლესობას სამართლიანი სასამართლოს ჩატარების გარეშე  მიუსაჯეს პატიმრობა, ბევრი მათგანი აწამეს კიდეც. ანალოგიური ფაქტები დაფიქსირდა აზერბაიჯანში გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც.

ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ სამედოვის ექსტრადაცია მოითხოვა  ბადებს ეჭვს, რომ სამშობლოში დაბრუნებულ აქტივისტს უკანონო დაპატიმრება ემუქრება.
„საერთაშორისო ამნისტია“  საქართველოს მთავრობას შემდეგ რეკომენდაციებს აწვდის:

  • „საერთაშორისო ამნისტია“ შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს მთავრობა სამედოვის აზერბაიჯანში ექსტრადირებას დათანხმდა;
  • ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან იქნება წამების წინააღმდეგ კონვენციის პირობების დარღვევა;
  • “საერთაშორისო ამნისტია” საქართველოს მთავრობას ექსტრადაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისაკენ მოუწოდებს.

 

ახალი ამბები