კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ცენტრში სპეცოპერაციისას ორი ეჭვმიტანილი დაიღუპა

2 მაისი, 2006

თბილისის ცენტრში სპეცოპერაციისას ორი ეჭვმიტანილი დაიღუპა

თბილისი.02.05.06.მედიანიუსი. დღეს დილით შსს-ის კრიმინალურმა დეპარტამენტმა თბილისში,  მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ორი და მძიმედ არის დაჭრილი ერთი ეჭვმიტანილი.

როგორც "მედიანიუსს" შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა უთხრა, "ბმვ"-ეს ტიპის ავტომანქანაში მყოფი სამივე პირი რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. "აღნიშნული სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი ძალიან სერიოზული კრიმინალური ავტორიტეტია. ერთ-ერთი ახალი გამოსულია ციხიდან. სპეცოპერაციის დროს მათ მოახდინეს გასროლა ჩვენი მანქანის მიმართულებით. მსუბუქად დაშავდა პოლიციის ერთი თანამშრომელი. მათი მხრიდან დაღუპულია ორი და დაჭრილია ერთი ბოროტმოქმედი", - აღნიშნა შოთა ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა გვარებს შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტი ოფიციალური განცხადების გაკეთებისას დაასახელებს.

"მიმაჩნია, რომ ოპერაცია ისე უნდა დაეგეგმათ, რომ აეყვანათ. საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს კითხვები, სამართალდამცავები სწორედ მოიქცნენ თუ არა", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ.

ახალი ამბები