კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფკავშირებმა შრომის კოდექსის პროექტი ხალხმრავალი აქციით გააპროტესტეს

2 მაისი, 2006

პროფკავშირებმა შრომის კოდექსის პროექტი ხალხმრავალი აქციით გააპროტესტეს

თბილისი.01.05.06.მედიანიუსი. საქართველოს პროფესიული კავშირი შრომის კოდექსის პროექტში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ამ მოთხოვნით პროფესიული კავშირის დაახლოებით 3000 წევრმა თბილისის ცენტრში აქცია გამართა. აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. კავშირის წევრებს ასეთი მოთხოვნები აქვთ: “მოვითხოვთ ღირსეულ შრომის კოდექსს!” “შეწყდეს მშომელთა დისკრიმინაცია!” “ვეწინაღმდეგებით 6-თვიან გამოსაცდელ ვადას!” და ა.შ.

აქციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიული კავშირებისა და დაწესებულებების  წარმომადგენლები: პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირი, მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი, ვეტერანთა კავშირი და სხვა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ პროფესიული კავშირი ითხოვს ღირსეულ შრომის კოდექსს, ღირსეულ ანაზღაურებას, ზეგანაკვეთური შრომის შესაბამაისად ანაზღაურებას. `არ შეიძლება ფეხმძიმე ქალს ფეხმძიმობის გამო შეუჩერდეს შრომითი კონტრაქტი, ან ჯანმრთელობაშერყეული ადამიანი დაითხოვონ სამსახურიდან. რაც ამ კანონპროექტის 41-ე მუხლში წერია, ეს საქართველოში მონობის დამკვიდრებას ნიშნავს,” _ აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, მათი კავშირის წევრებს პოლიტიკური მოთხოვნები არ აქვთ, ისინი პარლამენტის წევრებს მიმართავენ, შრომის კოდექსის მიღებისას  დასაქამებული ადამიანების აზრი გაითვალისწინონ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი აქციის მხარდამჭერთა 1500-კაციანი აქცია პარალელურად ბათუმშიც გაიმართება.

პროფესიულმა კავშირმა საქართველოს პარლამენტს შრომის კოდექსთან დაკავშირებული შენიშვნებით მიმართვა გაუგზავნა.

ახალი ამბები