კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

5 მაისი, 2006

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი.04.05.06.მედიანიუსი. დღეს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა უმაღლესი სასწავლებელში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და მათ შეცვლას მოითხოვენ.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სტუდენტებს. ასევე, ვითომდა შემოწმების მიზნით, ხშირად "სტუმრობენ" გოგონების საპირფარეშოს.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თენგიზ ურუშაძის თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტების არგუმენტებს შეისწავლის და საჭირო ზომებსაც მიიღებს.

"უნდა გავარკვიოთ დაცვის სამსახური სრულად არის დამნაშავე თუ მისი რამდენიმე თანამშრომელია შესაცვლელი. ამ საკითხს შევისწავლით და საჭიროების შემთხვევაში სადამსჯელო ღონისძიებებსაც განვახორციელებთ", - აღნიშნა თენგიზ ურუშაძემ.

ახალი ამბები