სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ბუბა ფუთურიძე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
თბილისი.05.05.06.მედიანიუსი. სამი დღის წინათ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ბუბა ფუთურიძე სამართალდამცავებმა თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოდან ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილის ოჯახის წევრები ამ ფაქტს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ციხის საავადმყოფოში ბუბა ფუთურიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.
"პაციენტის მდგომარეობა ნორმალური, დამაკმაყოფილებელი იყო. თუმცა ბუბა ფუთურიძე ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს. იგი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაიყვანეს," - აღნიშნა თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ავთანდილ მეგრელაძემ.