კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა სამხედრო პოლიციის ჰაუპტვახტებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა

8 მაისი, 2006

სახალხო დამცველმა სამხედრო პოლიციის ჰაუპტვახტებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა

თბილისი.05.05.06.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა შეამოწმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თბილისის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოსა და შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ჰაუპტვახტები, სადაც სასჯელს ის ჯარისკაცები იხდიან, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ მისჯილი.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ჰაუპტვახტში სულ ხუთი საკანია და შემოწმებისას იქ 21 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ჰაუპტვახტს მუდმივად მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. სამმართველოს ყაზარმასა და ჰაუპტვახტის სამზარეულოში კარგი პირობებია. დაკავებულები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, დღეში ორჯერ გადიან ფიზიკურ წვრთნას და ოთხსაათიან სამწყობრო მომზადებას. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ინდივიდუალურად შეხვდნენ და ესაუბრნენ ჯარისკაცებს, რომელთაც განაცხადეს, რომ ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ.

ჰაუპტვახტის შენობის სანიტარიული პირობები დამაკმაყოფილებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ შენობა საკმაოდ ძველია და შეკეთებას საჭიროებს.

ახალი ამბები