კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი რევაზ ცალანის ცემის ფაქტს იკვლევს

16 მაისი, 2006

სახალხო დამცველი რევაზ ცალანის ცემის ფაქტს იკვლევს

თბილისი.15.05.06.მედიანიუსი.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები რევაზ ცალანის ცემის ფაქტის შესწავლის მიზნით დაზარალებულს, მის ახლობლებსა და ადგილობრივ სამართალდამცველებს შეხვდნენ და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს.

ახსნა-განმარტებების თანახმად, 2005 წლის 10 აგვისტოს დაახლოებით ღამის 12 საათზე რევაზ ცალანი თავისი კუთვნილი მანქანით დაბა მესტიიდან სოფელ ლენჯერში ბრუნდებოდა. გზაში მას უცნობმა მამაკაცმა მანქანის გაჩერება მოსთხოვა. ცალანის თქმით, მან უსიამოვნებას თავი აარიდა და მანქანა არ გააჩერა. დაახლოებით 200-250 მეტრის გავლის შემდგედ რევაზ ცალანს სროლის ხმა მოესმა და გზა მანქანამ გადაუჭრა, საიდანაც ერთი პოლიციელი და სამი სამხედრო ფორმიანი სპეცრაზმელი გადმოვიდა. ცალანი იხსენებს, რომ მან პოლიციელებს ბოდიში მოუხადა და მომხდარის მიზეზიც აუხსნა. ამის მიუხედავად, სპეცრაზმელებმა იგი სასტიკად სცემეს და გონდაკარგული მესტიის რაიონული პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

ცალანის თქმით, ამ დროს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელი თემურ ჩიქოვანი (რომელიც მისი ცემის ფაქტსაც ესწრებოდა), პოლიციის მორიგე ბადრი მუშკუდიანი და უცნობი სპეცრაზმელები იყვნენ. დაზარალებული აცხადებს, მას ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, მაგრამ არაფრით დაეხმარნენ და ბადრი მუშკუდიანმა იგი ხელბორკილით ლოგინზე დააბა.

სახალხო დამცველს განსხვავებულ განმარტებას აძლევს მესტიის შს რაიონული განყოფილების თანამშრომელი ბადრი მუშკუდიანი. მისი თქმით, ცალანი პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ცალანის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ადასტურებს მესტიის რაიონული პოლიკლინიკის განყოფილების ექიმ-ფსიქიატრი ნაზო ფარჯიანი. იგი აცხადებს, რომ ცალანი პოლიციის განყოფილებაში მოინახულა და მისი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ვიზუალური დათვალიერებითა და დამახასიათებელი სუნით დაასკვნა.  
თავად ცალანის თქმით,  ასეთი ცნობა ექიმ-ფსიქიატრმა პოლიციელების ზეწოლის შედეგად დაწერა.

შემდეგ მას მოხსნეს ხელბორკილები, ჩასვეს ჩიქოვანის მანქანაში და მისი დის სახლისკენ წაიყვანეს. გზაში შელაპარაკება მოუხდა პოლიციის თანამშრომელ ლ. მერლანთან, ჩიქოვანმა კი მუშტი ჩაარტყა. ამ დროს ჩიქოვანმა მანქანა გააჩერა და ცალანმა მიმალვა მოახერხა. ის რევაზ ცალანის დამ, სიძემ და პოლიციელებმა სავალ გზიდან 20 წუთის სავალზე იპოვეს.

დაზარალებულის სიძის ემზარ მერლანის თქმით, ცალანი პოლიციელთა მანქანაში არ ჩაჯდა და მათთან ერთად ფეხით დაბრუნდა შინ. დაზარალებულის და ადასტურებს, რომ ცალანს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სახისა და გულ-მკერდის არეში, ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნები და მკერდსა და თავზე ტალახიანი ნაფეხურები ემჩნეოდა.

დაზარალებულმა 11 აგვისტოს დილას მიმართა მესტიის რაიონულ ამბულატორიის ქირურგ ადილარ ჩართოლანს, რომლის ინფორმაციითაც, აღმოჩენილი დაზიანებების ხანდაზმულობა 10 აგვისტოს შესაბამისი იყო.

ცალანმა დაზიანებათა შესახებ ოფიციალური ცნობა აიღო. მეორე დღეს მეტიის პოლიციის უფროსთან, თეიმურაზ გვარამიასთან მივიდა და საკუთარი ავტომობილის დაბრუნება მოსთხოვა. ცალანს ავტომობილი ორი კვირის შემდეგ დაუბრუნდა, რომელიც, მფლობელის თქმით, გაძარცვული იყო და სროლის შედეგად დაშვებული ჰქონდა უკანა საბურავი.

ცალანის ახლობლები სამართალდამცველთაგან სისხლის სამართლის საქმის აძღვრას ითხოვდნენ. დაზარალებულის მესტიის პროკურორის გულივერ გურჩიანის განმარტებით, 22 აგვისტოს დაზარალებულის მეუღლისა და დის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რ. ცალანის ცემის ფაქტზე. მისი თქმით, ცალანს მისთვის ცემის შესახებ განცხადებით არ მიუმართავს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, გამოიკვეთა, რომ გურჩიანმა 11 აგვისტოს განცხადება რეგისტრაციაში არ გაატარა და მხოლოდ განმეორებით მიმართვის შემდეგ 22 აგვისტოს დაიწყო საქმის შესწავლა.

გურჩიანის ინფორმაციით, ცალანი პერიოდულად დადიოდა პროკურატურაში, თუმცა მუდმივად ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის გამო დაზარალებულად დაკითხვა ვერ მოხერხდა.

ინსპექტორ-გამომძიებელ თემურ ჩიქოვანის ინფორმაციით, ცალანი სპეცრაზმის თანამშრომლებმა სცემეს. დაზარალებულის ახლობელთა მოთხოვნის შემდეგ ჩიქოვანმა სამი სპეცრაზმელის გვარი დაასახელა: მალხაზ წიკლაური, ტარიელ ფრუიძე და სოლომონ ხორბალაძე.

მესტიის შს რაიონული განყოფილების სხვა თანამშრომლები და პოლიციის ამჟამინდელი უფროსი გიორგი სამარღანიშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პირად საუბარში სპეცრაზმელების მიერ ცალანის ცემის ფაქტს ადასტურებენ.

ახალი ამბები