კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს რესპუბლიკისადმი

19 მაისი, 2006

არარედაქტირებული ვერსია

მონაწილე მხარეთა ანგარიშების განხილვა კონვენციის  მე-19 მუხლის მიხედვით

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს რესპუბლიკისადმი

1. 2006 წლის 3 და 4 მაისს კომიტეტმა 699-ე და 702-ე შეხვედრებისას განიხილა საქართველოს რესპუბლიკის მესამე მოხსენება (CAT/C/73/Add.1) და 716-ე შეხვედრაზე გამოიტანა შემდეგი დასკვნები და რეკომენდაციები.

ა. შესავალი

2. კომიტეტი მიესალმება საქართველოს რესპუბლიკის მესამე დროულ ანგარიშს და მასში წარმოდგენილ ინფორმაციას. კომიტეტი გამოხატავს მადლიერებას უმაღლესი რანგის დელეგაციისადმი, რომელმაც წარმოადგინა ანგარიში და კონსტრუქციულად ჩაერთო აზრთა გაზიარებაში. კომიტეტი მადლიერია ასევე ამომწურავი პასუხებით, რომელიც წარმოდგენილი იქნა როგორც სიტყვიერი ასევე წერილობითი სახით.

3. კომიტეტი აღნიშნავს, რომ 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის მიუხედავად, სახელმწიფოში კვლავ არსებობს შიდა კონფლიქტები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სიტუაცია, რაც არსებობს თვით-გამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში. დღეს კვლავ ისევ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში არსებული 215 000 იძულებით გადაადგილებული პირის მდგომარეობა. მიუხედავა ზემოთ ხსნებულისა, კომიტეტს სურს შეახსენოს კონვენციის მონაწილე მხარეს, რომ  იგი ერთმნიშვნელოვნად უნდა დარჩეს მომხრე ქვეყანაში წამების აბსოლუტური  აკრძალვისა. 

დადებითი ასპექტი

4. კომიტეტი მიესალმება 2005 წლის 9 აგვისტოს სახელმწიფოს მიერთებას წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი პროტოკოლისადმი და კონვენციის 21-ე და 22-ე მუხლების გათვალისწინებით მიღებულ დეკლარაციას. კომიტეტი აძლევს რჩევას, რომ მოხდეს ხალხის ინფორმირება იმ ზომების შესახებ რომელთაც მათ შეუძლიათ მიმართონ საჭიროების შემთხვევაში.

5. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ უკანასკნელი მოხსენების შემდგომ პერიოდში სახელმწიფო პარტიამ მოახდინა კონვენციის დამატებითი პროტოკოლის რატიფიცირება ქალთა წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის ყოველი ფორმის აღმოფხვრის შესახებ, ისევე როგორც კონვენციისა ბავშვთა უფლებების, ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს რომის სტატუსისა.

6. კომიტეტი აქვე შენიშნავს, რომ მოხდა მიერთება და რეგიონალური აქტების რატიფიცირება, როგორიცაა ევროპის კონვენცია წამების პრევენციისა და არაადამიანური ან შეურაცმყოფელი მოპყრობის, ანდა დასჯის შესახებ; ევროპის კონვენცია ექსტრადირების და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესის შესახებ.

7. კომიტეტი გამოთქვამს კმაყოფილებას სახელმწიფო მცდელობის მიმართ, რომ მოახდინოს კანონმდებლობის, პოლიტიკის და პროცედურების რეფორმირება, რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების უკეთ დაცვა იმისათვის, რომ არ ჰქონდეს ადგილი ადამიანთა წამებას და უხეშ, არაადამიანურ ან შეურაცმყოფელ მოპყრობას ანდა  დასჯას.

დადებითად ფასდება:
ა) ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში. კონკრეტულად კი, 144 მუხლი, რომელიც აახლოვებს  საქართველოს კანონმდებლობას საერთაშორისო ნორმებთან წამების დეფინიციასთან დაკავშირებით.
ბ) საქართველოში წამების წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შემუშავება; ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ეროვნული გეგმის ჩამოყალიბება ისევე როგორც გეგმის შემუშავება იმისათვის, რომ მოხდეს ციხის სისტემის რეფორმირება და განვითარება; დადებითად ფასდება 2005 წელს მიღებული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში საგამომძიებლო განყოფილების შექმნის შესახებ და სახელმწიფო დაწესებულებების გაძლიერების ყოველგვარი მცდელობა.
გ) 2006 წლის აპრილს მიღებული ახალი კანონი საოჯახო ძალადობის შესახებ; ახალი კანონპროექტის მომზადება ტრეფიკინგის წინააღმდეგ და სასჯელაღსრულების კოდექსის შემუშავება 2006 წელს პარლამენტისათვის წარსადგენად.
დ) სახელმწიფოს მიერ დამატებითი რესურსების შექმნა, რათა დაკავების ადგილებში გაუმჯობესდეს არსებული სტანდარტები, განსაკუთრებით კი საცხოვრებელი პირობები და პატიმართა ჯანმრთელობა, ტარდებოდეს ტრეინინგები და აქტივობები.
ე) 2004 წლის მემორანდუმი დადებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ომბუცმენის ოფისს შორის, რაც აძლევს ომბუცმენის ოფისს საშუალებას ჩამოაყალიბოს მონიტორინგის მაწარმოებელი ჯგუფები, რომელშიც შედიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და განახორციელონ თითოეულ დაკავების ცენტრში გაუფრთხილებელი ვიზიტები შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ქვეშ.

8. კომიტეტი კმაყოფილია 24 საათიანი ცხელი ხაზის არსებობით, რომელიც იღებს შეტყობინებებს წამების ფაქტების შესახებ და მოუწოდებს სახელმწიფოს გაავრცელოს მოსახლეობაში ინფორმაცია აღნიშნული სამსახურის ხელმისაწვდომობის შესახებ.
 
გ) კომიტეტის შეშფოთების საგანი და რეკომენდაციები

9. მიუხედავად  კანონმდებლობაში მიმდინარე რეფორმებისა, კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ  ქვეყანაში კვლავ არსებობს დაუსჯელობის სინდრომი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამართალდამცავთა მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება, წამება და სხვა სახის ცუდი მოპყრობა დაკავებამდე და დაკავებისას, ციხის ბუნტისა და ზოგადად ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დროს. (მუხლი 2)

მონაწილე მხარემ დიდი პრიორიტეტი  უნდა მიანიჭოს და ხელი შეუწყოს ადამინის უფლებათა დაცვის კულტურის ამაღლებას, უნდა მოხდეს არსებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის განვითარება და გამოყენება პოლიციელთა იერარქიაში, ისევე როგორც პენიტენციალური დაწესებულებების თანამშრომელთა მიმართ. აღნიშნული პოლიტიკა მიმართულ უნდა იქნას არსებული პრობლემების გამოვლენისა  და მათზე სათანადო  რეაგირებისადმი. ასევე, უნდა შემუშავდეს ქცევის კოდექსი პოლიციელთათვის, მათ შორის მათთვის, ვინც უშუალოდაა ჩართული ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, ასევე უნდა განხორციელდეს რეგულარული მონიტორინგი დამოუკიდებელი ორგანოების მიერ.  

10. კომიტეტი შენიშნავს, რომ არსებობს აშკარა წინააღმდეგობა კონსტიტუციის  მე-17 და მე-18(4) მუხლებს შორის. კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, წამებისაგან დაცვის უფლება არ არის დამამცირებელი, თუმცა მე-18 მუხლი(4) უშვებს გარკვეული უფლებების შეზღუდვას. (მუხლი 2)

მონაწილე მხარემ კონსტიტუციის მე-18(4) მუხლი უნდა მოიყვანოს კონვენციასთან შესაბამისობაში. კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, რომ გამონაკლისი ზომები მიღებულ იქნას მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში თუ ეს ზომები კონვენციის დებულებასთან  მოდის თანხმობაში.

11. კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას მონაწილე მხარის პირმოთნეობისა და კონვენციის მე-3 მუხლის არასათანადო შესრულების გამო, რაც გამოიხატება დიპლომატიური ხელშეუხებლობის მინიჭებით იმ პირთათვის, ვინც ბრალდებულია სისსხლის სამართლის დანაშაულში და არსებობს მათი ექსტადირებისა თუ გადაცემის მოთხოვნა.

მონაწილე მხარემ ყურადღებით უნდა შეისწავლოს თითოეული საქმე და დიდი სიფრთხილით მოეკიდოს დიპლომატიური ხელშეუხებლობის მინიჭების თხოვნის დაკმაყოფილებას. მონაწილე მხარემ უნდა მიაწოდოს კომიტეტს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ 2002 წლიდან  გადაცემის, ექსტრადირებისა და გადასახლების შემთხვებიდან  რამდენს მიენიჭა დიპლომატიური ხელშეუხებლობა. ამასთანავე, მონაწილე მხარემ უნდა წარმოადგინოს, თუ რა იყო ასეთი გარანტიების მიცემის პირობა, და მონიტორინგის რა სახის ზომები იქნა მიღებული თითოეულ შემთხვევაში.

12. კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას სამართალდამცავთა მცირე რაოდენობის მიმართ დისციპლინარული ზომების დაკისრებისა და დასჯის მიმათ მაშინ, როდესაც ქვეყანაში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება.  ამასთანავე, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული ფაქტების შესახებ. (მუხლი 4)

მონაწილე მხარემ უნდა გააძლიეროს და დახვეწოს გამოძიების წარმოების უნარი, მათ შორის გენერალურ პროკურატურაში, რათა დაუყოვნებლივ გადამოწმდეს და ზედმიწევნით იქნას შესწავლილი ნებისმიერი  განცხადება წამების ან  სასტიკი მოპყრობის შესახებ; მომზადდეს სტატისტიკა და რეგულარულად გამოიცეს დისციპლინარული სასჯელისა და გასამართლების მაჩვენებელი რაც საზოგადოებისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

13. კომიტეტის შეშფოთებას იწვევს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ დაკავებული პირები არ არიან დროულად და ჯეროვნად ინფორმირებულნი მათი უფლებების შესახებ, რომ მათ აქვთ უფლება მოითხოვონ ადვოკატი ან მათი სურვილისამებრ გაიარონ სამედიცინო შემოწმება. (მუხლი 6)

მონაწილე მხარემ უნდა მიიღოს ყოველგვარი ღონე იმისათვის, რომ დაკავების დროს მოხდეს ყოველი დაკავებულის დროული ინფორმირება იმის შესახებ, რომ მათ აქვთ უფლება მოითხოვონ ადვოკატი და სურვილის  შემთხვევაში ექიმი. მონაწილე მხარემ უნდა მიაწოდოს კომიტეტს ინფორმაცია იმ სპეციალური ზომების შესახებ რაც მიღებულ იქნა ამ მხრივ. 

14. კომიტეტი შეშფოთებულია შეთანხმების გამო, რომლის მიხედვითაც გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები, ვინც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არ გადაეცემა საერთაშორისო სისხლის საქმეთა სასამართლოს, რათა ის გასამართლდეს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი აქტების ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის. (მუხლები 6, 8)

კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლების მიხედვით, მონაწილე მხარემ უნდა მიმართოს ყოველ ზომას, რათა გადაიხედოს და განიხილოს შეთანხმების ვადები და ის პუნქტები, რომელიც კრძალავს გარკვეული ქვეყნების მოქალაქეების, ვინც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, გადაეცემას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსადმი.

15. კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ რთულია საჭირო ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, თუ რა შედეგი აქვს სამართალდამცავებისათვის ჩატარებულ ტრინინგს და რამდენად ეფექტური აღმოჩნდა შემუშავებული პროგრამები მათვის და პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომელთათვის, რათა შემცირდეს  ძალმომრეობის, წამების და ცუდად მოპყრობის შემთხვევების შემცირება.(მუხლი 10)

მონაწილე მხარემ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ეუთო, გაერო და სხვა საერთაშორისო და ნაციონალური ორგანიზაციები, რათა ერთობლივად შემუშავდეს საგანმანათლებლო პროგრამა და მეთოდოლოგია სამართალდამთათვის და პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომელთათვის და მოხდეს აღნიშნული მეთოდების შემდგომი დახვეწა და ეფექტური გამოყენება ძალმომრეობის, წამების და ცუდად მოპყრობის შემთხვევების შემცირებისათვის.

16. კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას პატიმრების დიდი რაოდენობის  საჩივრების არსებობის გამო ისევე, როგორც მოხსენებებში აღნიშნული ინფორმაციის მიმართ იმის შესახებ, რომ  სამართალდამცავთა მიერ ხშირია ნიღბების გამოყენება რეიდის დროს, ასევე არ ხდება მათ მიერ საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარება, რაც ართულებს მათ ამოცნობას, პატიმარზე განხორციელებული წამების ან ცუდი მოპყრობის შემთხვევაში. (მუხლები 2, 11)
მონაწილე მხარემ უნდა უზრუნველყოს პენიტენციალურ სისტემაში მომსახურე პერსონალისა და სპეცრაზმის აღჭურვა ხილვადი საინდენთიფიკაციო ნიშნებით, რათა მოხდეს პატიმართა დაცვა იმ ძალადობისაგან, რაც მოდის კონვენციასთან წინააღმდეგობაში. 

17. კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს სასჯელაღსრულებით დაწებულებებში არსებული მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის და სიკვდილის გამომწვევი მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციის არ ქონის გამო. კომიტეტი შეშფოთებულია ტუბერკულიოზით გარდაცვლილთა დიდი რიცხვითაც. (მუხლები 6, 12)

მონაწილე მხარემ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მოულოდნელი სიკვდილის მიზეზებისა და ვითარების, ასევე მათზე ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების შედეგების შესახებ. კომიტეტი ურჩევს მონაწილე მხარეს განაგრძოს თანამშრომლობა წითელ ჯვართან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა განხორციელდეს პროგრამები, რაც უზრუნველყოფს ტუბერკულიოზის მკურნალობასა და პატიმართა მედიკამენტებით მომარაგებას, ისევე როგორც  მონიტორინგს მედიკამენტების დისტრიბუციაზე სასჯელაღსრულებად დაწესებულებებში.

18. კომიტეტი შეშფოთებულია ბევრ სასჯელაღსრულებად დაწესებულებაში არსებული ცუდი პირობებით, განსაკუთრებით რეგიონებში, და დროებითი ისევე როგორც  წინასწარი დაკავების ცენტრების გადატვირთულობის გამო. (მუხლი 11)

მონაწილე მხარემ უნდა: ა) შეამციროს წინასწარი დაკავების პერიოდი; ბ) გამოაცხადოს ვაკანსია სასამართლო სისტემაში გ) სხვა ალტერნატიული მეთოდები იქნას გამოყენებული იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისათვის.

19. კომიტეტი შეშფოთებულია, რომ ქალები სასჯელაღსრულებად დაწესებულებებში არ არიან სათანადოდ დაცულნი და არ არსებობს ინფორმაცია როგორც მათზე განხორციელებული ძალადობაზე, ასევე იმ პროცედურებზე,თუ როგორ ხდება მათი საჩივრების დაკმაყოფილება.(მუხლი 11)

მონაწილე მხარემ უნდა უზრუნველყოს პატიმრობაში მყოფ ქალთა დაცვა.

20. კომიტეტი შენიშნავს, რომ კონსტიტუცია და  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებას მიიღოს კომპენსაცია. თუმცა, არ არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც უზრუნველყოფს მათ ანაზღაურებას. კომიტეტი შეშფოთებულია ინფორმაციის ხელმიუწვდომობის გამო, რომელიც ნათელს გახდიდა იმ მსხვერპლის რაოდენობას, რომელმაც მიიღო გარკვეული სახის დახმარება ან გაიარა რეაბილიტაცია.

მონაწილე მხარემ უნდა შეიმუშაოს სათანადო კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს კომპენსაციების გადახდას და ანაზღაურებას, ხოლო კანონმდებლობის შემუშავებამდე მოხდეს პრაქტიკული ზომების მიღება, რათა მოხდეს  დაზარალებულის ადეკვატური და სამართლიანი კომპენსირება ან სრული რეაბილიტაცია, თუ ეს შესაძლებელია.

21. მონაწილე მხარემ უნდა  წარმოადგინოს პერიოდული მოხსენება სტატისტიკური მონაცემებით, დანაშაულის, ეთნიკურობისა და გენდერის მიხედვით, მასში უნდა იქნას წარმოდგენილი განაცხადები წამებისა და ცუდად მოპყრობის შესახებ სამართალდამცავთა მხრიდან და მათ მიმართ აღძრული საქმეების გამოძიების მასალები, ინფორმაცია მათი გასამართლების, სასჯელის ან დისციპლინარული ზომების მიღების შესახებ.

22. მონაწილე მხარეს ეძლევა რეკომენდაცია ფართოდ გაავრცელოს  საქართველოს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი მოხსენებები, დასკვნები და რეკომენდაციები, სათანადო ენებზე, ოფიციალური ვებსაიტებზე, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით. ასევე მონაწილე მხარეს ეძლევა რეკომენდაცია ფართოდ განიხილოს დასკვნები და რეკომენდაციები სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, განსაკუთრებით კი, იმ ორგანიზაციებთან, რომელიც მონაწილეობდა მოხსენების მომზადებაში ან უზრუნველყო მონაწილე მხარეს სათანადო ინფორმაციით.

23. კომიტეტი მოითხოვს, ერთი წლის განმავლობაში, მომზადდეს პასუხი კომიტეტის რეკომენდაციებზე, რომელიც ნახსენებია  მე-9, 13, 16, 17 და 19 მუხლებში.

24. მონაწილე მხარე მიწვეულია, რათა მან  წარადგინოს რიგით მეხუთე მოხსენება 2011 წლის 24 ნოემბერს

 

ახალი ამბები