კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთი გალის რაიონში სამშვიდობოთა დაღუპვის ფაქტის გახმაურებას არ აპირებდა

22 მაისი, 2006

რუსეთი გალის რაიონში სამშვიდობოთა დაღუპვის ფაქტის გახმაურებას არ აპირებდა

თბილისი.21.05.06.მედიანიუსი. 20 მაისს გალის რაიონში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად რვა რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისს დილის 8.30 საათზე გალში დისლოცირებული რუსი სამშვიდობოების ორი ჯავშანტრანსპორტიორი, რომლებიც სამარის დაზვერვის ბატალიონს ეკუთვნის, ზუგდიდიდან გალის რაიონის მიმართულებით სწრაფად მოძრაობდა.

ერთ-ერთი ჯავშანტრანსპორტიორი მემანქანემ ვერ დაიმორჩილა და ჯავშანმანქანა მდინარე ოჯოღორეში გადავარდა. სამხედრო მანქანაში 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და გალის რაიონში პატრულირება მოულოდნელად გადაწყვიტეს.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია რვა სამხედრო მოსამსახურე, ხოლო სამი დაშავდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა ზემოხსენებული ფაქტის გახმაურებას მოერიდა და ავარიის ადგილის ბლოკირება მოახდინეს. მათ შემთხვევის ადგილას გაეროს მისიის წარმომადგენლებიც კი არ დაუშვეს.

ახალი ამბები