კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში ნასვამმა პოლიციელებმა მოქალაქე სცემეს

22 მაისი, 2006

ზუგდიდში ნასვამმა  პოლიციელებმა მოქალაქე სცემეს

  
ზუგდიდში, სახლთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურთან, 10 მაისს საღამოს უცნობმა პირებმა მოქალაქე ალეკო (ალექსანდრე) გვარამია სასტიკად სცემეს. როგორც გაირკვა, ორივე პირი პოლიციელია, რომელთაგან ერთი სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის, ხოლო მეორე ზუგდიდის რაიონის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, ლევან მლანია და ირაკლი თირქია არიან. სასტიკად ნაცემი ალეკო (ალექსანდრე) გვარამიას რაიონის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც მარცხენა ფეხის ორჯერადი მოტეხილობა, მძიმე დაბეჟილობა, ნეკნების მოტეხილობა და ტვინის მძიმე შერყევა დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საკმაოდ მძიმედ რჩება. ამჟამად იგი მკურნალობას სახლში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ გადის.

დაზარალებულისათვის უცნობია, პოლიციელთა მხრიდან მისი ცემის მიზეზი, თუმცა პოლიციელები ამ ფაქტს შემთხვევითობას მიაწერენ და აცხადებენ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. პოლიციელთა მშობლები, ამ უსიამოვნო ინცინდენტის მიზეზად შვილების პათოლოგიურ სიმთვრალეს ასახელებენ და მომხდარის „ჩაფარცხვას“დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების შემორიგებით ცდილობენ.
  
ზოგიერთი მეზობლის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ  მას ზუგდიდის ბაზრის თემასთან დაკავშირებით, მისი მეუღლის განსაკუთრებული აქტიურობის გამოც გაუსწორდნენ ( ბაზრის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური წევრი, ჯინა კარტოზია დაზარალებულის მეუღლეა და ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ოჯახს ანონიმური ზარებით აქციებში მონაწილეობის გამო არაერთხელ ემუქრებოდნენ. მეტიც, რამდენიმე თვის წინ მათი მცირეწლოვანი ქალიშვილი მარიამ გვარამიაც იქნა გატაცებული და გამტაცებელთა მთავარი მოთხოვნა, გოგონას თქმით, დედის მხრიდან აქციებში მონაწილეობაზე უარის თქმა იყო).
 
მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებაც მიმდინარეობს.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები