კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცემი რევაზ ცალანი გარდაიცვალა

25 მაისი, 2006

ნაცემი რევაზ ცალანი გარდაიცვალა

თბილისი.25.05.06.მედიანიუსი. 2005 წლის აგვისტოში, წინასწარი ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ნაცემი რევაზ ცალანი დღეს დილით გარდაიცვალა.

გასული წლის ზაფხულში რევაზ ცალანი მესტიაში საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების ჩასვლის წინ დაუმორჩილებლობის მიზეზით ოთხმა სპეცრაზმელმა უმოწყალოდ ცემა.

რევაზ ცალანის საქმით საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდნენ. სოზარ სუბარი მესტიის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. ამის საფუძვლად სახალხო დამცველი პროკურორის მიერ საქმისთვის დაგვიანებით გაცნობას ასახელებს. „დაზარალებული ცალანი ჩემთან საუბრისას განმარტავდა, რომ პროკურატურას მომხდარიდან ორი დღის შემდეგ მიმართა, ხოლო პროკურორი აცხადებს, რომ მხოლოდ 22 დღის შემდეგ მიმართეს. ჩვენ მოვიძიეთ დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანს, რომ დაზარალებული მეორე დღესვე დაუკავშირდა პროკურატურას. აქედან გამომდინარე, უნდა დადგეს ინციდენტში მონაწილე ოთხი პოლიციელის და პროკურორის პასუხისმგებლობის საქმე“, - ამბობს სოზარ სუბარი.

ახალი ამბები