კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს

30 მაისი, 2006

დევნილებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმი..29.05.06.მედიანიუსი. დღეს ბათუმში აჭარის მინისტრთა საბჭოს შენობის წინ აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. დაბა მახინჯაურში მდებარე სასტუმრო „კოლხეთში“ მცხოვრები დევნილები ყაზახი ინვესტორის მიერ საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ შეთავაზებულ თანხაზე და სასტუმროს დაცლაზე უარს აცხადებენ.

დევნილები ინვესტორს კომპენსაციის გადახდას ოჯახის სულადობის შესაბამისად სთხოვენ და თითოეული ოჯახისთვის შეთავაზებული 7 000 დოლარის აღებაზე უარს ამბობენ.

დევნილთა ინფორმაციით, არასწორად არის შედგენილი მათი სიებიც, სადაც რამდენიმე ოჯახი ერთად არის რეგისტრირებული. ულტიმატუმის ვადა, რომელიც ყაზახმა ინვესტორმა დევნილებს მისცა, ხვალ იწურება. ულტიმატუმის მიხედვით, ხვალიდან დევნილებს ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე გაასახლებენ.

დევნილი  მოსახლეობა ინვესტორის შეთავაზებას უკანონოდ მიიჩნევს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შენობის დაცლაზე უარს ამბობს.

ახალი ამბები