კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარტია „სამართლიანობა“ 26 მაისს დაკავებული აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

30 მაისი, 2006

პარტია „სამართლიანობა“ 26 მაისს დაკავებული აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

თბილისი..29.05.06.მედიანიუსი. პარტია „სამართლიანობის“ საზღვარგარეთის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლებისგან 26 მაისს დაკავებული შვიდი აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვს. 

რევაზ ბულია, გიორგი კვინკვინია, მალხაზ ჩხეიძე, მზია ცაცუა და პარტიის სხვა მომხრეები „სამართლიანობის“ ორგანიზებით ზუგდიდში გამართულ მიტინგზე სამართალდამცავებმა დააკავეს და ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მოტივით სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული შეთითხნილი ბრალდებები სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ასეთი ფორმით ხალხის დაპატიმრებები მოსახლეობის დასაშინებლადაა მიმართული და კიდევ უფრო ააშკარავებს სისხლზე და განუკითხაობაზე დაფუძნებულ რეჟიმს“, - ნათქვამია პარტიის საზღვარგარეთის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სამართლიანობა“ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობას ტოტალიტარულ რეჟიმს უწოდებს და მოუწოდებს საერთაშორისო დემოკრატიულ, ადამიანის უფლებების დამცველ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხმა აღიმაღლონ მის წინააღმდეგ. 

ახალი ამბები