კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს გურჯაანის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში ეჭვმიტანილი შიმშილობს

31 მაისი, 2006

შს გურჯაანის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში ეჭვმიტანილი შიმშილობს

შს გურჯაანის სამმართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში მცხოვრები დიმიტრი ჯოხაძე 29 მაისს, ამავე სოფელში მცხოვრები, ს/ს „ჭანდრის ღვინის ქარხნის“ დირექტორთა, ძმები გია და გელა ზაკალაშვილების საჩივრის საფუძველზე დააკავეს. განმცხადებლები საჩივარში მიუთითებენ, რომ  დიმიტრი ჯოხაძე მათ ფულს სძალავდა.
 
დიმიტრი ჯოხაძემ „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ წერილობითი განცხადებით 2006 წლის 9 მარტს მომართა, სადაც იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ბოლო დროს სერიოზული დაპირისპირება აქვს ძმებ გია და გელა ზაკალაშვილებთან. „მათთან მომივიდა სერიოზული კამათი, რა დროსაც გიორგი ზაკალაშვილი დამემუქრა, რომ იმ შემთხვევაში თუ კვლავ გავაგრძელებდი  საწარმოს ერთ-ერთი აქციონერის, გია ფურცელაძის მხარდაჭერას, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარია და რომელსაც ზაკალაშვილები წლების მანძილზე არ აძლევენ საწარმოში მუშაობის საშუალებას, პოლიციას ჩემთვის წამალს ჩაადებინებდა დასაჭერად. ვითვალისწინებ რა, რომ წარსულში იყო რაღაც შემთხვევები, მინდა გაცნობოთ, რომ მე დღეს მსგავს რაღაცეებთან შეხება საერთოდ არ მაქვს და თუ აღნიშნული მუქარა სისრულეში მოიყვანეს, გთხოვთ დაიცვათ ჩემი უფლებები“,- წერს დიმიტრი ჯოხაძე განცხადებაში.

დაკავებული ამჟამად დუმილის  უფლებას იყენებს, პროტესტის ნიშნად შიმშილობს და სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. დიმიტრი ჯოხაძეს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები იცავენ.
 „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ გმობს მომხდრ ფაქტს და შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები