კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ცხინვალის რეგიონში მომხდარ ინციდენტში დამნაშავეების დასჯას ითხოვს

1 ივნისი, 2006

სახალხო დამცველი ცხინვალის რეგიონში მომხდარ ინციდენტში დამნაშავეების დასჯას ითხოვს

თბილისი.31.05.06.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ცხინვალის რეგიონში 27-28 მაისს მომხდარი ინციდენტის ანგარიშს აქვეყნებს. იგი აცხადებს, რომ გორის პოლიციის შენობაში მომხდარი ფაქტი, კერძოდ დაკავებულ ოს მოქალაქეებზე ზემოქმედება ერთმნიშვნელოვნად არის ადამიანების წამება ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ კი სამართალდამცველთა მხრიდან და კატეგორიულად ითხოვს, როგორც უკანონო დაკავების, ასევე ცემისა და წამების ფაქტების გამოძიებას. სუბარის აზრით, პასუხისგებაში უნდა მიეცენ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ დამგეგმავები და ამ ოპერაციის ხელმძღვანელი პირები.

სახალხო დამცველი სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავასთან ერთად 29 მაისს ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა და ადგილზე შეისწავლა კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტი.

სუბარმა მოინახულა ხუთი დაზარალებული: ფელიქს ტუაევი, ედუარდ თედეევი, მაირბეგ გაგიევი, პავლიკ დოგუზოვი და რუსლან კუსრაევი. სახალხო დამცველთან საუბრისას ყველა მათგანი ამბობდა, რომ დაკავებაში ადგილობრივი პოლიციელები კი არა, თბილისიდან ჩასული ნიღბიანი და ფორმიანი სპეცრაზმელები მონაწილეობდნენ. „დიდი ლიახვისა და ფრონეს ხეობების ქართული მოსახლეობა, ქართველი პოლიციელის საქციელს აფასებს, როგორც მშვიდობიანი თანაარსებობისა და მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას,“ _ აღნიშნავს სახალხო დამცველი.

დღეს სოზარ სუბარმა მის მიერ შესწავლილი მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადასცა.

ახალი ამბები