კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავში მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

6 ივნისი, 2006

რუსთავში მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რუსთავი.02.06.06.მედიანიუსი. დღეს რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესო აქცია გამართეს. ტანსაცმლითა და სხვადასხვა ნივთებით მოვაჭრეები სამუშაო ადგილის ყოველდღიური გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

როგორც "მედიანიუსს"  რუსთავის მერმა დავით ნადაშვილმა უთხრა, ბაზრის ადმინისტრაციას მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ხვალისთვის აქვთ დაგეგმილი. "შეხვედრაზე მოვაჭრეთა მოთხოვნები განიხილება და შეთანხმებას აუცილებლად მივაღწევთ", _ ამბობს დავით ნადაშვილი.

მოვაჭრეთა აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ლეიბორისტულმა პარტიამ. საპროტესტო აქციაში პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

"ეს ადამიანები ანტისანიტარიული მდგომარეობის აღმოფხვრას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ჩვენ გადავწყვიტეთ ბაზარში მომუშავეთაგან შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ჩამოვა თბილისში, ლეიბორისტული პარტიის ოფისში. ჩვენ მათ შევახვედრებთ ადვოკატთა ჯგუფს და დავიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას მათი უფლებების დასაცავად. თუ სასამართლოს გზით ამას ვერ მოვახერხებთ, მაშინ საპროტესტო აქციებს მოვაწყობთ", _ განაცხადა იოსებ შატბერაშვილმა.

ახალი ამბები