კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზი კრიმინალების სისხლიანი გარჩევა ქართველ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

8 ივნისი, 2006

აფხაზი კრიმინალების სისხლიანი გარჩევა ქართველ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

სამი დღის განმავლობაში აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტურამბასა და ბუთბას კრიმინალური დაჯგუფებების სისხლიანმა გარჩევამ ე.წ. დაბალი ზონის სოფლების ნაბაკევის, თაგილონის, ფიჩორისა და ოტობაიას მშვიდობიან მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.
  
ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე პერმანენტულმა სროლებმა ამ სოფლებიდან რამდენიმე ოჯახის ზუგდიდის რაიონში გახიზვნაც კი განაპირობა. სროლების შედეგად დაიცხრილა  ზუგდიდის რაიონის ენგურსგამოღმა სოფელ შამგონას მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. საფრთხე შეექმნა სოფელში ხიდის აღდგენაზე მომუშავე მუშებსაც, რომელთაგან ერთ- ერთს სროლების შემდეგ მიღებული შოკის გამო ამბულატორიული დახმარების აღმოჩენაც კი  დასჭირდა.

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ შამგონა ყველაზე დაუცველი სოფელია და ხელისუფლებისაგან უსაფრთხოების ზომების გამკაცრება-გაძლიერებას ითხოვენ
   
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ენგურსგაღმა მხარეს, ნასვამი აფხაზების მიერ ნასროლი ტყვიების კვალი სოფლის განაპირას მცხოვრები თითქმის ყველა ოჯახის საცხოვრებელ სახლს ატყვია.
 
მოსახლეობა მდინარეში ბანაობასაც ერიდება, რადგან აფხაზების მიერ მობანავე ქართველების დაპატიმრება საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მოტივით, საკმაოდ ხშირია.
  
ზემოთ ნახსენები დაჯგუფებები მოსახლეობისათვის კარგად ნაცნობი აღმოჩნდა. სწორედ ამ დაჯგუფებების წევრები აყაჩაღებენ და ავიწროვებენ აფხაზეთისა და საქართველოს დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობას.
  
რაც შეეხება აღნიშნულ დაპირისპირებას, კრიმინალური გარჩევა სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა. ორმხრივი სროლების შედეგად, რომელიც გალის რაიონის სოფელ თაგილონში ოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ბუთბას დაჯგუფების ორი წევრი, თაგილონელი ეხვაია და განახლებაში მცხოვრები ფანცულაია დაიღუპა.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები