კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარის წინააღმდეგ მიხეილ ქარელის წარმომადგენლის სარჩელის განხილვა გადაიდო

22 ივნისი, 2006

სოზარ სუბარის წინააღმდეგ მიხეილ ქარელის წარმომადგენლის სარჩელის განხილვა გადაიდო

თბილისი.20.06.06.მედიანიუსი. შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, მიხეილ ქარელის წარმომადგენლის, ალექსი ჯალაბაძის სარჩელის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ლეილა მამულაშვილის ავადმყოფობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ლაპარაკია სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის წინააღმდეგ, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შეტანილ სარჩელზე. შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ქარელის წარმომადგენელი სახალხო დამცველისგან ითხოვს საჯარო ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოზარ სუბარის გამოსვლაში გამოთქმულ მოსაზრებებთან - “სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ ქარელის უკანონო ქმედებების შესახებ” - დაკავშირებული მასალებიდან.

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მიხეილ ქარელის წარმომადგენლის მოთხოვნა, შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოზარ სუბარმა უპასუხოდ დატოვა. ეს ქმედება ალექსი ჯალაბაძემ უკანონოდ მიიჩნია და სარჩელი თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე სახალხო დამცველი არ გამოცხადებულა, მოსამართლე თინა შავერდაშვილმა ალექსი ჯალაბაძის სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

როგორც ალექსი ჯალაბაძე აცხადებს, სააპელაციო სასამართლოში პროცესის მსვლელობისას სოზარ სუბარის წარმომადგენელმა სახალხო დამცველისგან მოთხოვნილ ინფორმაციაზე თქვა, რომ ის იყო “გასაიდუმლოებული, როგორც პროფესიული საიდუმლო”. მანვე სასამართლოს გადასცა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული, როგორც საჯარო ინფორმაცია.

ალექსი ჯალაბაძის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, “პროფესიული საიდუმლო არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას”. იმავე კანონის 28-ე მუხლით, “საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა”. ეს კი, ალექსი ჯალაბაძის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ინფორმაციის გასაიდუმლოების დროს დაცული უნდა ყოფილიყო ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონით დადგენილი წესი. ამასთანავე, გამოთხოვნილი ინფორმაციის გაცემას სახალხო დამცველს `საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონიც” ავალებდა.

როგორც შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის პრესსამსახური იტყობინება, სახალხო დამცველი თავად ატარებს მონიტორინგს საჯარო სამსახურებში ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. “ამ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის სასურველი იქნებოდა მონიტორინგის ჩატარება საკუთარ უწყებაშიც”, - აღნიშნეს “მედიანიუსთან” საუბრისას შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.

ახალი ამბები