კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო აღმსრულებელს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ

27 ივნისი, 2006

სასამართლო აღმსრულებელს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ

ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრები ინვალიდი ნუნუ ოქროჯანაშვილი სასამართლო აღმასრულებელს მამუკა ბეგიაშვილს უჩივის და ამ უკანასკნელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„ბეგიაშვილს სამუშაო ოთახში შევხვდი. საქმეზე როცა ვსაუბრობდით, მიყვირა და მცირე ხნის შემდეგ უკიდურესი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. აშკარად ნასვამი იყო და უშვერი სიტყვებით მაგინებდა, ოთახში შემოსულებმა მისი შეჩერება სცადეს, თუმცა ამაოდ. მომხდარის გამო განცხადებით ლაგოდეხის პოლიციას მივმართე და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას ვითხოვ”,- აცხადებს ნუნუ ოქროჯანაშვილი.

სასამართლო აღმასრულებელი ლაგოდეხის რაიონში მამუკა ბეგიაშვილი ქალბატონის შეურაცხყოფის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. „მსგავსი არაფერი მომხდარა. უბრალოდ ეს ქალი ინტრიგანია და მიჩივის. ძიება რაზე უნდა მიმდინარეობდეს, როცა არაფერი მომხდარა. ტყუილია ისიც, თითქოსდა მე სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი. ყველაფერს უარვყოფ,“- აღნიშნავს მამუკა ბეგიაშვილი.
 
ლაგოდეხის პოლიციის უფროსი არჩილ შაბურიშვილი ოქროჯანაშვილის მხრიდან ჩივილის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, მომხდარზე  კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

 

ახალი ამბები