კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „25-ე არხს“ ახალი პრობლემა შეექმნა

27 ივნისი, 2006

ტელეკომპანია „25-ე არხს“ ახალი პრობლემა შეექმნა

ბათუმი.25.06.06.მედიანიუსი. აჭარის დამოუკიდებელ ტელეკომპანია „25-ე არხს“, რომელმაც ერთი კვირის წინათ აჭარის ენერგოკომპანიის მიერ ელექტროენერგიის გათიშვის  გამო მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა, ახალი პრობლემა შეექმნა.

როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გია სურამანიძემ „მედიანიუსს“ უთხრა, 24 ივნისს საღამოს, 9-დან 10-საათამდე, პირებმა, რომლებმაც თავიანთი ვინაობისა და ორგანიზაციის დასახელება არ ისურვეს, ყველა საკაბელო ტელევიზიის ხელმძღვანელობას „25-ე არხის“ გადაცემების საკაბელო ქსელიდან ამოღება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სულ მალე "სერიოზული პრობლემების შექმნით" დაემუქრნენ.

სურამანიძის თქმით, მათი გადაცემები სხვებზე ადრე ყველაზე მსხვილმა საკაბელო ტელევიზიამ, „ერამ“ გათიშა, რომელიც „25-ე არხს“ მთავარ კონკურენტად მიიჩნევს. სურამანიძის ვარაუდით, შესაძლოა, ტელეკომპანიისთვის პრობლემების შექმნაში „ერას“ ხელმძღვანელობასაც გარკვეული წვლილი მიუძღვის.

გია სურამანიძე უახლოეს მომავალში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე წერილის გაგზავნას აპირებს და იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელ კომპანიას შექმნილი სიტუაციის გარკვევაში დაეხმარება.

ახალი ამბები