კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები სასამართლოსგან გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამჭვირვალედ და ობიექტურად განხილვას ითხოვენ

28 ივნისი, 2006

არასამთავრობოები სასამართლოსგან გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამჭვირვალედ და ობიექტურად განხილვას ითხოვენ

თბილისი.28.06.06.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსათვის” თბილისის საქალაქო სასამართლოსგან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამჭვირვალედ და ობიექტურად განხილვას, ხოლო მკვლელობაში ეჭვმიტანილების მიმართ სამართლიანი განაჩენის  გამოტანას მოითხოვს.

კოალიციის განცხადებით, ყველასათვის ცნობილია, რომ გირგვლიანი პოლიციელებმა შსს-ს მაღალჩინოსნების დავალებით მოკლეს. მკვლელების მიმართ დაგროვილმა სამხილებმა ხელისუფლება აიძულა საზოგადოებრივი აზრის დასაშოშმინებლად და საერთაშორისო ორგანიზაციების თვალის ასახვევად დაეპატიმრებინა მკვლელობის უშუალო შემსრულებლები. თუმცა, ამ უკანასკნელებს ყოველნაირად უმსუბუქებენ ბრალს და ეჭვმიტანილები, სხვა პატიმრებისაგან განსხვავებით, კომფორტულ საკანში იმყოფებიან.

კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები ნანობენ იმას, რომ საქმე ტრადიციულად არ დამთავრდა, ანუ ვერ მოხერხდა  გირგვლიანისა და მისი მეგობრის მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის ინსცენირება. ასეთ შემთხვევაში გირგვლიანის მკვლელობა “გმირი პოლიციელების” მიერ კიდევ ერთი ბანდიტური ჯგუფის განადგურებად მოინათლებოდა.

ახალი ამბები