კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები ქიტოშვილისგან „თრიალეთის“ სიხშირის ჩამორთმევას ითხოვენ

28 ივნისი, 2006

ჟურნალისტები ქიტოშვილისგან „თრიალეთის“ სიხშირის ჩამორთმევას ითხოვენ

შიდა ქართლში გამომავალი გაზეთ „ქართლის ხმის“ ჟურნალისტები საქართველოს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს დიმიტრი ქიტოშვილს ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ სიხშირის ჩამორთმევის მოთხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავენ.

როგორც ჟურნალისტები - საბა წიწიკაშვილი, თამარ ოქრუაშვილი, ქეთევან ახალბედაშვილი და სხვები აცხადებენ, ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახური მათ შესახებ შეურაცხმყოფელ სიუჟეტებს აკეთებენ, რითაც ირღვევა ეთიკური ნორმები. ჟურნალისტები მალე სასამართლოში სარჩელს შეიტანენ მორალური შეურაცხყოფის და იმიჯის შელახვის გამო.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თუ ტელეკომპანია არღვევს ეთიკურ ნორმებს, საჭიროა მისი მაუწყებლობის სიხშირის გაგრძელების საკითხის განხილვა. აღნიშნული ჟურნალისტები ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელ, ყოფილ პარლამენტარს ბადრი ნანეტაშვილს მათი შრომითი უფლებების დარღვევაში სდებენ ბრალს, რის საპასუხოდაც „თრიალეთის“ ეთერით მეამბოხე ჟურნალისტების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი სიუჟეტები გადის.

ახალი ამბები