კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში მცხოვრებ დევნილებს სასტუმროების დაცლა მოსთხოვეს

28 ივნისი, 2006

ბათუმში მცხოვრებ დევნილებს სასტუმროების დაცლა მოსთხოვეს

თბილისი.28.06.06.მედიანიუსი. დღეს დილით ბათუმში სასტუმრო „მესხეთში“ მცხოვრებ დევნილებთან, შენობის დატოვების მოთხოვნით  კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს  მახინჯაურში, პანსიონატ „მზიურში“ დროებით საცხოვრებელ ფართს გამოუყოფს.

ამ სასტუმროს დაცლის თაობაზე ყაზახი ინვესტორის მიერ დათქმული ვადა დღეს ამოიწურა. ამ  ვადის ამოწურვის შესახებ დევნილები ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა ისინი შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართში გადასვლას არ აპირებენ და სასტუმროის დაცლაზე უარს ამბობენ. დევნილები უარს ამბობენ ინვესტორის მიერ შეთავაზებულ 7.000 დოლარზეც და კონპენსაციას საცხოვრებელი ფართისა და ოჯახის წევრთაა რაოდენობის მიხედვით მოითხოვენ.

„ჩვენ არც ელექტროენერგია გვაქვს და არც ტელევიზორები, მოქცეულები ვართ ინფორმაციულ ვაკუუმში. ჩვენთან არავინ  მოსულა  და არ შემოუთავაზებია არავითარი პირობები. მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ შეგვხვედრია“ - აცხადებენ დევნილები.

ახალი ამბები