კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთიდან დევნილთა რამდენიმე ქართული ოჯახი სეპარატისტულ ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს

29 ივნისი, 2006

აფხაზეთიდან დევნილთა რამდენიმე ქართული ოჯახი სეპარატისტულ ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს

თბილისი.29.06.06.მედიანიუსი. აფხაზეთიდან დევნილმა რამდენიმე ოჯახმა, რომლებსაც ამ დღეებში ინვესტორის მოთხოვნით სასტუმრო "მესხეთის" დატოვება მოუწია, აფხაზეთში გადასვლას აპირებს. მათ აჭარა გუშინ დატოვეს და ენგურისკენ ფეხით მიემართებიან.

სასტუმროში მცხოვრები დევნილები იმ თანხის ოდენობას აპროტესტებენ, რომელიც "მესხეთის" მფლობელმა ყაზახმა ინვესტორმა მათ სასტუმროს  დატოვების სანაცვლოდ შესთავაზა. კერძოდ, დევნილები აცხადებენ, რომ თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი 7.000 აშშ დოლარი ბინის შესაძენად არასაკმარისია. მათ თანხის მომატების თაობაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს ყაზახ ინვესტორთან.

დევნილების თქმით, აღნიშნული პრობლემა უყურადღებოდ დატოვა აჭარის მთავრობამაც, რადგან მათ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.

ამის შემდეგ, დევნილებმა გადაწყვიტეს ბათუმიდან ფეხით ჩასულიყვნენ აფხაზეთში და ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებისთვის თავშესაფარი ეთხოვათ. მათი თქმით, სოხუმის სეპარატისტული მთავრობისაგან მათ უკვე მიიღეს აფხაზეთში დასახლების გარანტია.

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთისკენ ფეხით მიმავალ ადამიანებს ქობულეთში სასტუმრო "არისში" მცხოვრები რამდენიმე დევნილიც შეუერთდა.

 

ახალი ამბები