კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში პატიმრებმა ე.წ. შუმოკი მოაწყვეს

3 ივლისი, 2006

ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში პატიმრებმა ე.წ. შუმოკი მოაწყვეს

თბილისი.30.06.06.მედიანიუსი. დღეს ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში ერთ-ერთ პატიმრის, გვარად ფაცაციას ახლობელი ქალბატონი ამანათის გადაცემისას დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში უთხრეს, აღნიშნული პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც კონტროლიორებმა მის ამანათში საეჭვო აბი აღმოაჩინეს.

მის დაკავებას ფაცაციას საკანში მყოფი რამდენიმე პატიმრის მხრიდან ხმაური, ე.წ. „შუმოკი“ მოჰყვა. თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ მათ აუხსნა, რომ ქალბატონი დროებით, აბის შემადგენლობის დასადგენად ჩასატარებელი ექსპერტიზის პასუხამდე არის დაკავებული და თუ აბი ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოჩნდება, იგი მაშინვე გათავისუფლდება.

„შუმოკი“ დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. პატიმართა დასამშვიდებლად ადმინისტრაციას ძალის გამოყენება არ დასჭირვებია. უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ ციხის დაცვა გაძლიერდა.  ამ დროისათვის დაკავებულთან ადვოკატი იმყოფება. მიმდინარეობს მისი დაკითხვა. დგინდება შემთხვევის დეტალები, მათ  შორის, ისიც, თუ რა კავშირშია დაკავებული პატიმარ ფაცაციასთან. აბის ექსპერტიზა დაწყებულია. პატიმრის მნახველის ბედი ექსპერტიზის  პასუხის შესაბამისად გადაწყდება.

ახალი ამბები