კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ გუბერნატორის მოადგილის მხრიდან ჟურნალისტზე განხორციელებულ მუქარაზე საქმე არ აღძრა

5 ივლისი, 2006

პოლიციამ გუბერნატორის მოადგილის მხრიდან ჟურნალისტზე  განხორციელებულ მუქარაზე საქმე არ აღძრა

გორის შს სამმართველოს უფროსმა ზურაბ ჭაბუკიანმა გუბერნატორ მიხეილ ქარელის მოადგილის მარლენ ნადირაძის მხრიდან ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის და შეურაცყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აძღრა. მასალები პოლიციის უფროსს რამდენიმე თვის მანძილზე ურეაგირებოდ ისე ეწყო, რომ დაზარალებულ ჟურნალისტს პასუხიც კი არ აცნობა. არცთუ ისე დიდ ხნის წინ კი ზურაბ ჭაბუკიანი დააწინაურეს. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა დევი ჭელიძემ იგი რეგიონის კრიმინალური პოლიციის უფროსად დანიშნა.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე მარლენ ნადირაძე ჟურნალისტს მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების: - „გუბერნატორის მოადგილეები ნაციონალურ პარტიას აკომპლექტებენ“ და „გუდაბერტყიის გმირი დააწინაურეს“ - გამო დაემუქრა  და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. აღნიშნულ სტატიებში ძირითადად მარლენ ნადირაძის შესახებაა საუბარი.

ინციდენტის თაობაზე საქართველოს სახალხო დაცმველსაც ეცნობა. სოზარ სუბარმა მასალები შესაბამისი რეაგირებისათვის გორის შს სამმართველოს უფროსს ზურაბ ჭაბუკიანს გადაუგზავნა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მანამდე მარლენ ნადირაძისგან ახსნა-განმარტების ჩამორთმევაც სცადეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი თქვა. ამის გამო, სასამართლომ მარლენ ნადირაძე დააჯარიმა.

გორის შს სამმართველოს უფროსის ზურაბ ჭაბუკიანის სახელზე გაგზავნილი სახალხო დამცველის წერილიც  ურეაგირებოდ  იმყოფებოდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მეორედ გააგზავნეს წერილი გორის პოლიციაში და ჟურნალისტზე განხორციელებული მუქარის შესახებ არსებული მასალები მოიკითხა. ზურაბ ჭაბუკიანმა ასეთი პასუხი გასცა სახალხო დამცველს: „გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ ბატონ საბა წიწიკაშვილს, 2006 წლის 2 მაისს, გაეგზავნა წერილობითი პასუხი თავისავვე განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უნდა მიმართოს სასამართლოს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი არის სამოქალაქო დავა და განცხადებაში არ არის მოყვანილი გარემოებები, რაც გახდებოდა საფუძველი სისხლის სამართლის საქმის დაწყებისა“, - იუწყება ზურაბ ჭაბუკიანი.

მხოლოდ სახალხო დამცველისგან გახდა ცნობილი, რომ გორის პოლიციის უფროსმა საქმე არ აძღრა. თავად ჟურნალისტს ზურაბ ჭაბუკიანისგან და საერთოდ გორის შს სამმართველოდან არავითარი წერილი არ მიუღია.

ახალი ამბები