კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში არასამთავრობოთა წარმომადგენლები გირგვლიანის მკვლელების დამკვეთის დასჯას ითხოვენ

7 ივლისი, 2006

ბათუმში არასამთავრობოთა წარმომადგენლები გირგვლიანის მკვლელების დამკვეთის დასჯას ითხოვენ

ბათუმში, 4 საათისთვის, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი სანდრო გვირგვლიანის მკვლელების და დამკვეთების დასჯას მოითხოვდნენ.

„საზოგადოებას აქვს ძალა და ერთად უნდა დადგეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიმარჯვებს“, - აღნიშნა მოქალაქე გულიკო კუკულაძემ.

„მკვლელები უნდა დაისაჯონ. მჯერა, საზოგადოება ერთად თუ დადგება, ვერავინ შეაშინებს. აქ იმიტომ ვდგავარ, რომ მომავალში თითოელი ჩვენთაგანის სიცოცხლის უფლება დაცული რომ იყოს”, - განაცხადა ბათუმის ადამიანის უფლებათა რეგიონალური ცენტრის იურისტმა ირაკლი გოგიბერაშვილმა.

„ასეთ დროს სახლში რომ იჯდე სირცხვილია, რადგან სადღაც უნდა გაჩერდეს ეს უმიზეზოდ დამიზნული ტყვია. საზოგადოება აგროვებს ამ პატარ-პატარა ნაპერწკლებს, რომელიც აუცილებლად დაინთება დიდ ცეცხლად. როცა შეცდომებს ხედავ, ხმა უნდა ამოიღო, რადგან ჰგონიათ, რომ სწორად იქცევიან. ასე შეცდომა კი - უკვე შეცდომა არ არის”, - თქვა მწერალმა ვახტანგ ღლონტმა.

აქციაზე მსგავსი შინაარსის პლაკატები იყო: „დავდგეთ სიმართლის სადარაჯოზე“, „სამართლიანი განაჩენი დამკვეთებს“ და ა.შ.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები