კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საავადმყოფოდან გაიქცა

10 ივლისი, 2006

მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საავადმყოფოდან გაიქცა

თბილისი.10.07.06.მედიანიუსი. დღეს დილით თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოდან მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი, 17  წლის მინდია გოგოჭური გაიქცა.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა უთხრა, სამართალდამცველებმა მინდია გოგოჭური  9 ივლისს, თბილისში მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს. ჩხუბის დროს მიღებული, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით იგი თავდაპირველად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა, შემდეგ თბილისის #1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გზით მოახერხა ეჭვმიტანილმა საავადმყოფოდან  გაქცევა. მიმდინარეობს მისი ძებნა;

შოთა  ხიზანიშვილის თქმით, სამართალდამცველებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, გაქცეულის დაკავება, სავარაუდოდ, მოხერხდება. მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმე საპატრულო პოლიციის იმ ორი თანამშრომლის მიმართაც აღიძრა, რომლებიც კლინიკაში მყოფ მინდია გოგოჭურს იცავდნენ.

ახალი ამბები