კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს 900 მოქალაქეს ჩეჩენი ლტოლვილის სტატუსი უკანონოდ ჰქონდა მინიჭებული

10 ივლისი, 2006

საქართველოს 900 მოქალაქეს ჩეჩენი ლტოლვილის სტატუსი უკანონოდ ჰქონდა მინიჭებული

თბილისი.10.07.06.მედიანიუსი. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილთა მიგრაციის და რეპატრიაციის სამმართველომ ახმეტის რაიონში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების რეგისტრაცია დაასრულა.
ბოლო მონაცემებით, პანკისის ხეობაში ჩეჩნეთის (რუსეთი) 1500 მოქალაქე ცხოვრობს.

როგორც „მედიანიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილთა მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოკაიამ უთხრა, დღეიდან ჩეჩენ ლტოლვილთა რეგისტრაცია სამინისტროში გაგრძელდება. მისივე ინფორმაციით, საქართველოში, სავარაუდოდ, სულ 1900-მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.

„ლტოლვილთა აღწერა მათი ზუსტი რიცხვის დასადგენად გახდა საჭირო. სამწუხაროდ, საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე უკანონოდ სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით და იმ შეღავათებით, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო სთავაზობს საქართველოში მცხოვრებ ჩეჩნებს. უკანონოდ მინიჭებული სტატუსი უკვე ჩამოერთვა საქართველოს 900 მოქალაქეს. მსგავსი ღონისძიება კიდევ რამდენიმე ასეული პირის მიმართაც განხორციელდება“, - უთხრა   „მედიანიუსს“ ირაკლი კოკაიამ.

ჩეჩენი ლტოლვილების აღწერა სექტემბერში დასრულდება.

ახალი ამბები