კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი ოპოზიციონერები და არასამთავრობოები საგანგებო შტაბს ქმნიან

13 ივლისი, 2006

გორელი ოპოზიციონერები და არასამთავრობოები საგანგებო შტაბს ქმნიან

გორში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა, სასტუმრო „ვიქტორიაში“ ხელი მოაწერეს მემორანდუმს გაერთიანების შესახებ. ამით ისინი, თბილისში შექმნილი საგანგებო შტაბის რეჟიმზე გადავიდნენ.

გორის „გაერთიანებულ საგანგებო შტაბში“ „ახალი მემარჯვნეები“, რესპუბლიკები“, „ლეიბორისტები“, „კონსერვატორები“ და „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ გორის ოფისი გაერთიანდა.

„ახლების“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა ფანიაშვილმა ხაზი გაუსვა  აქციის დროს მემარჯვნეების ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩხირაძის მიმართ განხორციელბულ ფიზიკურ შეურაცყოფას. გაერთიანებული საგანგებო შტაბის წევრები საქართველოში უკანასკნელ პერდიოში განვითარებულ მოვლენებს: სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, დმანისის მამათა მოსანსტერში სამართალდამცავთა შეჭრას, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.

„რესპუბლიკური“ პარტიის წევრის შალვა ტლაშაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ასეთ დარღვევებს აქვს ადგილი თბილისში, ხშირია შემთხვევები, როდესაც რეგიონებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ადამიანთა უფლებებს არღვევენ.

ისინი მედიასთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას აპირებენ და მოსახლეობას მიმართავენ, რომ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში საგანგებო შტაბს მიმართონ. შალვა ტლაშაძის თქმით, ისინი მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევენ, მაგრამ თუ სიმართლის მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, არც საპროტესტო აქციებს მოერიდებიან.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ისინი არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ იგორ გიორგაძის პოლიტიკურ პარტიასთან.

ახალი ამბები