კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვალერი გელაშვილი თბილისის მერს და პარლამენტარ ბიძინა ბრეგაძეს სასამართლოში უჩივის

13 ივლისი, 2006

ვალერი გელაშვილი თბილისის მერს და პარლამენტარ ბიძინა ბრეგაძეს სასამართლოში უჩივის

თბილისი.12.07.06.მედიანიუსი. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვალერი გელაშვილი თბილისის მერის, გიგი უგულავასა და ისან-სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის, ბიძინა ბრეგაძისაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. 

ვალერი გელაშვილის პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი მისმა ადვოკატმა თამაზ რუხაძემ შეიტანა.

ლაპარაკია იმ საჯარო განცხადებებზე, რომლებშიც გიგი უგულავამ და  ბიძინა ბრეგაძემ ვალერი გელაშვილი თბილისის 84-ე საშუალო სკოლის დაწვაში დაადანაშაულეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვალერი გელაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ლომაიას  მიმართა, რათა თბილისის 84-ე სკოლის ამორტიზებული შენობა მის მიერ დაფუძნებული ფირმა `ევრას~ სასარგებლოდ დაეთმოთ. ამაზე ვალერი გელაშვილმა უარყოფითი პასუხი მიიღო. ამის შემდეგ გიგი უგულავამ და ბიძინა ბრეგაძემ აღნიშნულ შენობაში ხანძრის გაჩენაში გელაშვილი დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტს ვალერი გელაშვილისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა მოჰყვა. იგი მას პარლამენტმა მას 30 მარტს შეუწყვიტა, რის მიზეზადაც ბიზნესსაქმიანობა დასახელდა. კანონის თანახმად, პარლამენტის წევრს ბიზნესსაქმიანობა ეკრძალება.

ახალი ამბები