კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ კლდუში 15 წელია ელექტროენერგია არა აქვთ

14 ივლისი, 2006

სოფელ კლდუში 15 წელია ელექტროენერგია არა აქვთ

თითქმის 15 წელია, ქარელის რაიონის სოფელი კლდუ, რომელიც კეხიჯვრის საკრებულოში შედის, ელექტროენერგიის და წყლის გარეშე იმყოფება. სოფლის მოსახლეობის ნაწილი სოფელ კეხიჯვრის საკრებულის თავმჯდომარეს შეხვდა და ელექტროენერგიის, წყლის და გზის პრობლემის მოგვარება მოსთხოვა. სოფლის გამგებელმა კი მათ დახმარება აღუთქვა.

როგორც სოფლის გამგებელი აცხადებს, რამდენიმე ხნის წინ ამ სოფლის პრობლემით საქართველოს მთავრობა დაინტერესდა. დაჰპირდნენ, რომ თანხებს გადმორიცხავდნენ, მაგრამ დაპირება არ შესრულებულა.

ისედაც მცირერიცხოვანი სოფელი ახალგაზრდობის უმეტესობამ დატოვა. სოფელში ძირითადად მოხუცები და ასაკოვანი ხალხი ცხოვრობს. კლდუ გარესამსამყაროსგან იზოლირებული ყველაზე მეტად ზამთარშია.

გორელი „მემარჯვენეები“ ენერგოკომპანიას უპირისპირდებიან. „ახალი მემარჯვენეების“ გორის ორგანიზაციის ლიდერი მამუკა ფანიაშვილი გორის ენერგოკომპანიას მოსახლეობის ძარცვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მოსახლეობას ენერგოკომპანიაში გახარჯული ელ. ენერგიის საფასურის გადახდას გაბერილი ციფრებით ახდევინებენ.

მამუკა ფანიაშვილი ამბობს, რომ ენერგოკომპანიის მიერ გაცემულ ქვითრებში თითო მოსახლეზე გადასახდელი თანხა 4-5 ლარით ზედმეტად იწერება, ვიდრე ეს სინამდვილეშია. „მემარჯვენეები“ ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ გარეგანათების ხარჯებს რაიონის გამგეობა არ ფარავს. ამ თანხის ამოღება კი მოსახლეობის კისერზე გადააქვთ.

ენერგოკომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბალახაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა შეშოთებას უსაფუძვლოდ გამოთქვამს, რადგან გახარჯული ელეენერგიის საფასურის გადასახდელი თანხა იმიტომ გაიზარდა, რომ დენის ტარიფები გაიზარდა.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები