კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს

14 ივლისი, 2006

არასამთავრობოებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს

თბილისი.13.07.06.მედიანიუსი. დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან  ადამიანის უფლებათა დამცველმა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საპროტესტო აქცია გამართა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის კავშირის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდისა  და ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის წევრებმა პროკურატურის ორგანოებისგან მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება მოითხოვეს.

როგორც „მედიანიუსს“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ლაღიძემ უთხრა, პროკურატურის ორგანოებს ქვეყანაში კანონიერებაზე ზედამხედველობა ევალება. თუმცა, რეალურად ეს ვალდებულება არ სრულდება. კერძოდ, 2006 წლის განმავლობაში ჩატარებულ, პოლიციის სპეცოპერაციებს არა ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, ამისათვის არც ერთი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელი არ დასჯილა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არც ისეთ გახმაურებული მკვლელობების ორგანიზატორებს დაკისრებიათ, როგორიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაა.

"აქციაზე გავაპროტესტეთ ისიც, რომ ირაკლი კაკაბაძე და "თანასწორობის ინსტიტუტის" სხვა წევრები უკანონოდ არიან დაპატიმრებულნი. ვინც აქციებს არბევს და დევნილებს ქუჩაში ყრის, იმათ არავინ აკავებს. ამ და სხვა კანონდარღვევებზე პროკურატურის ორგანოების შესაბამის რეაგირებას ვითხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები საქართველოს პროკურატურას უნდობლობას გამოვუცხადებთ და ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ვაუწყებთ. ასევე, ვამზადებთ წერილს საქართველოს პრეზიდენტის სახელზე და მისგან მოვითხოვთ პასუხს იმაზე, თუ რატომ არ რეაგირებს  პროკურატურა კანონდარღვევებზე" - აღნიშნა გიორგი ლაღიძემ.

ახალი ამბები